Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბრიტანელები ბორდოს 2009 წლის მოსავალს აფასებენ

ბრიტანელი ღვინის კრიტიკოსების აზრით, ბორდოს 2009 წლის მოსავალს 2005 წლის წარმატებულ რთველთან შედარებით გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს, მაგრამ ამ დადებით შეფასებასთან ერთად ექსპერტებმა სუპერ-პრემიალურ სეგმენტში ფასების მოსალოდნელი ზრდის შესახებაც გამოთქვეს შიში - 2008 წლის ღვინოებთან შედარებით ფასები შესაძლოა 120%-ით გაიზარდოს. ღვინის კრიტიკოსები განსაკუთრებით კეთილგანწყობილნი არიან ღვინოების: Chateau Latour, Margaux, Lafite, Mouton, Ausone, Pétrus, Haut-Brion, Lafleur, Palmer და Le Pin მიმართ. ფასი-ხარისხის შესაბამისობის სეგმენტში (ანუ ის ღვინოები, რომელთა ერთი შეკვრაც, სავარაუდოდ, 500 ფუნტზე ნაკლები ეღირება) კრიტიკოსები უპირატესობას ანიჭებენ შემდეგ ღვინოებს: Calon-Ségur, Grand-Puy-Lacoste, Léoville Barton, Domaine de Chevalier Rouge, Gruaud-Larose, Pontet-Canet, Léoville Poyferré, Haut-Batailley, Armailhac და Langoa Barton.  ყველაზე მეტად იმედები კრიტიკოსებს გაუცრუა ღვინოებმა: Cos d'Estournel, Pavie, Troplong Mondot, Léoville Barton, Pichon Lalande, Talbot, Lascombes, Clos Fourtet, Figeac და Léoville Las Cases. მიუხედავად უხვი მოსავლისა, კრიტიკოსები აქედანვე სკეპტიკურად არიან განწყობილნი მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ზოგიერთი ვენახის ღვინოების მიმართ, რომლებიც ალკოჰოლის მაღალი შემცველობითა და ექსტრაქტულობით ხასიათდება. ღვინის ამერიკელმა კრიტიკოსმა რობერტ პარკერმა ბორდოს 2009 წლის მოსავლის ღვინოების მისეული შეფასება ინტერნეტში გამოაქვეყნა: ,,აპელასიონ Médoc -ისა და Graves ზოგიერთი მეურნეობის ისტორიაში 2009 წლის მოსავალი საუკეთესოა მათ შორის, რაც ბორდოს 32 წლიანი დეგუსტაციის მანძილზე პირადად გამისინჯავს” – წერს პარკერი და იქვე ფავორიტ ღვინოებს ქულებითაც აფასებს (*ნიშნით მისი აზრით უზადო ღვინოებია აღნიშნული):

2009 Cos d’Estournel ქულა: 98-100* pts
2009 Margaux ქულა: 98-100 pts
2009 Haut Brion ქულა: 98-100 pts
2009 Latour ქულა: 98-100 pts
2009 Lafite ქულა: 98-100 pts
2009 L’Eglise Clinet ქულა: 98-100 pts
2009 La Mission Haut Brionქულა: 98-100 pts
2009 Trotanoy ქულა: 97-100* pts
2009 Leoville Poyferre ქულა: 97-100* pts
2009 Clinet ქულა: 97-100* pts
2009 Pontet Canet ქულა: 97-100 pts
2009 Leoville Las Casesქულა: 96-100 pts
2009 L’Evangile ქულა: 96-100* pts
2009 Pavie ქულა: 96-100 pts
2009 Petrus ქულა: 96-100 pts
2009 Montrose ქულა 96-100* pts
2009 Mouton Rothschild ქულა: 96-98+ pts
2009 La Fleur Petrus ქულა: 96-98+ pts
2009 La Conseillante ქულა: 95-98 pts
2009 Malescot-St-Exupery ქულა: 95-97 pts
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.