Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“წინათ არ უნდოდა მოწამვლა...”

მთხრ. შერმადინი, 110 წ. (სოფ. ატენი)

წინათ არ უნდოდა მოწამვლა. ვაზი წინათ უნდა გაგესხლა, შეგეყელა, მოგერწყო თავის დროზედა და დავთოხნიდით, ტენი არ გამოელიოსო. ბარი აფუჭებს, ფესვებს სჭრის - ფეხები რო დაგაჭრა, ის რა კაცია. თოხით კარგი სიგრილე აქ. ტენი გრილათ ინახამს, აღარ უნდა ბევრი მორწყვა. რო გათოხნი, ჰაერი მუშაობს გრილათ, სიცხე ვერ ატანს. ის როცა ლიანდაგათ არი, სიცხე აფუჭებს. სათიბელათი ვაზი უნდა გაგვეთიბნა წელიწადში ორჯერა. ერთი მაისში, ერთი ენკენისთვეში. ნამგლით უნდა ყანა მოგვემკა და სათიბელათი ვენახი გვეთიბა. სათიბელა პატარაა, პატარა ბიჭინა.

ეგ ავადმყოფობა იყო წინათ რომ ერთი სეტყვა და ნაცარი. ნაცარი უჩნდებოდა მაისშია, მაისი, თიბათვე, კათათვე და მარიამობისთვეში არ იცოდა. ვერავინ გამოიკვლია იმის წამალი, გოგირდს უშვრებიან და ტკბილს აფუჭებს. ეგ წამალი რგებს ფეხის მოსავალსა: ლობიოსა, კიტრსა, ჭარხალსა, იმას ძალიან აკეთებს, ფოთოლს ამაგრებს. ნაცარი - თეთრათ შეაყრის და აღარ იზრდება, მარცვალი სკდება. ერთხელა დილით გავწმინდე, საღამოზე ვნახე ისევ შეეპარა. არც ჭაჭა ვარგა იმისი და აღარც ტკბილი აქვს.

თუ ონა ვაზი არის, რქა ნეკათ, თუ ღონიერი, ნეკს მივცემთ სამამულეს, ნეკი სამამულეა, მერმის ნეკზე უნდა გავიდეს. მაღლა არ ავწევთ, დაბლა უშვებთ, მაღლა არ უნდა წაიყვანოს, ვაზი გაფუჭდება. თუ უღონო არის, გაბმულას არ მისცემენ, მოკლეთ ტუკათ, რომ აიტანოს. საპანე რო აგკიდოს, თუ ვერ შეერევი, არ წაიქცევი? ესე ვაზი არი. სხვა ქვეყნებში მარხამენ, სარს გამოაცლიან, დამარხამენ და ბელტებს დააწყობენ, ყინვაში არ გააფუჭოსო. აქ არა ვმარხამთ, ჩვენ არა გვყავს დაჩვეული.

ახვევა. რომელიცა სამამულე რქა არი, იმას შევარჩევთ და დანარჩენს გავაყრეინებთ, ხელით დავამტვრევთ, ლაფნით ავახვევთ.

შეფურჩქვნა. შეფურჩქვნა ენკენისთვეში უნდა. [უნდა] გაათხელო ფოთოლი, რომ ჰაერმა იმუშაოს შიგა. მეტი არაფერი უნდა. ღვინობისთვის ნახევარში მოვკრეფამთ. აქ იმოდონა არ მოდის, რომ შინ დავლიოთ, უნდა გავყიდოთ, პური ვიყიდოთ და ვიცხოვროთ.

მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის, ტომი IV, ნაწილი III თბილისი, მეცნიერება, 1989.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.