Home
ქართული | English
თებერვალი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბორდოში რთველი იწყება

საფრანგეთში, პესაკ-ლეონიანში მდებარე ცნობილი ციხე-სიმაგრის Chateau Carbonnieux - ის მფლობელი ამ კვირის ბოლოს სოვინიონ ბლანის მოსავლის აღებას გეგმავს. 2009 წლის გრანდიოზულ მოსავალთან შედარებით წლევანდელი მოსავალი ნაკლებია. გრილი სეზონის შემდეგ, ყურძენი აგვისტოს მშრალ ამინდში დამწიფდა, რასაც თან ერთვოდა ცივი ღამეები. ამის გამო ვენახების უმრავლესობაში რთველი ჩვეულებრივზე ერთი კვირით გვიან იწყება. ,,წელს მოსავალი, მართალია, შედარებით მცირეა, მაგრამ ყურძნის ხარისხით ძალიან კმაყოფილები ვართ. პოტენციური ალკოჰოლი 12,5 უნდა იყოს” – აცხადებს Chateau Carbonnieux -ს მფლობელი ერიკ პერენი. წლევანდელი ამინდის უჩვეულო ცვალებადობამ, რომელსაც ჯონ სალვი Bordeaux Weather Report –დან ,,ამერიკულ მთებს” ადარებს, რა თქმა უნდა, გავლენა იქონია ყურძნის როგორც რაოდენობაზე, ასევე ხარისხზე. მაისის თვე საკმაოდ ცივი იყო, რასაც უჩვეულო სიცხე მოჰყვა. ნალექი საშუალოზე ორჯერ ნაკლები მოვიდა, რამაც ნიადაგის გამოშრობა გამოიწვია. ნალექების სიმცირე განსაკუთრებით ახალგაზრდა მერლოს ვენახებზე აისახა. ბორდოში სექტემბრის რთველის შედეგებს და ვერდიქტს ელიან.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული