Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჰოლანდიელი სომელიეები საქართველოში

საქართველოს ჰოლანდიელ სომელიეთა ჯგუფი სტუმრობდა რამდენიმე დღე. მათი შეფასებით, ქართულ ღვინოს ჰოლანდიის ბაზარზე ექსპორტის გაზრდის დიდი პოტენციალი აქვს. სტუმრებმა ღვინის კომპანიები თბილისში, ქვემო ქართლსა და კახეთში მოინახულეს.

ჰოლანდიის წლის საუკეთესო სომელიეს, ნილს ვან ოვერმეიერის (Niels Van Overmeire) აზრით, ქართული ღვინის ექსპორტს ჰოლანდიის ბაზარზე რამდენიმე კომპანია უკვე აწარმოებს, თუმცა პოტენციალი უფრო დიდია. ის თვლის, რომ ქართულ ღვინოებს დიდი მომავალი აქვს.

ჰოლანდიელ სომელიეებს შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდნენ შემდეგი კომპანიების ღვინოებს: „ერისთავის ქვევრის ღვინო“, „ბოლნური“, „გოცას ღვინო“, „თბილღვინო“, „შუხმანის ღვინოები“, „თელავის ღვინის მარანი“, „ფაფარი ველი“, „ხოხბის ცრემლები“ და „მოსმიერი“.

შეგახსენებთ, რომ ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წელს ხელშეკრულება გააფორმა ღვინის იმპორტიორ კომპანიასთან Saperavi Wine Agency, რომელიც ჰოლანდიაში ქართული ღვინის იმპორტს ახორციელებს და სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებას მართავს.

Saperavi Wine Agency-ის ორგანიზებით, ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია მიმდინარე წლის ივლისში ამსტერდამში გაიმართა. სწორედ ამ ღონისძიების შემდეგ გადაწყდა საქართველოში ჰოლანდიელ სომელიეთა ჯგუფის ვიზიტი, რომლის წევრებიც ჰოლანდიის სომელიეთა გილდიამ შეარჩია.

აქვე გაგაცნობთ ჰოლანდიაში ქართული ღვინის ექპორტის მონაცემებსაც. 2005 წელს ნიდერლანდებში ქართული ღვინის ექსპორტი 42 302 ბოთლს შეადგენდა, შემდეგი სამი წელი ეს მაჩვენებელი შედარებით შემცირდა, 2009 წლიდან კი ტენდენცია მზარდი გახდა. 2013 წელს ყველაზე მეტი ღვინო გავიდა ჰოლანდიაში საქართვლოდან - 63 256, გასულ წლის გაყიდვები კი მიუახლოვდა ამ მონაცემებს (62 616). ცხადია ეს ციფრები ძალზე მცირეა იმ პოტენციალთან შედარებით, რაც ქართულ ღვინოს ამ პატარა ევროპული ქვეყნის ბაზარზე აქვს და იმედია ახლო მომავალში ეს ციფრი (გატანილი ღვინის ხარისხთან, ცნობადობასთან და ავთენტურობასთან ერთად) კიდევ უფრო გაიზრდება.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი 2017

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.