Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსხლის ჩაროზი “Helena”

საჭირო მასალა: 150 მლ სქელი არაჟანი ან ნაღები, 1 კვერცხი, 10 გ ვანილის შაქარი, 0,5 ს.კ. დარიჩინის ფხვნილი, 2 ს.კ. ლიმონის ცედარ, 4 თხელი ნაჭერი პური ბაგეტი, 1-2 ცალი მწიფე მსხალი, 2 ს.კ. ლიმონის წვენი, 75 გ 80%-იანი შოკოლადი.

მომზადება: 100 მლ ნაღები ან არაჟანი კვერცხთან, ვანილის შაქართან, დარიჩინთან და ლიმონის ცედრასთან ერთად ავთქვიფოთ. ბაგეტის ნაჭრები ცეცლხგამძლე მინის ფორმაში მოვათავსოთ და გათქვეფილი მასა ზედ დავასხათ. მსხალი გავფცქვნათ, შუაზე გავჭრათ, ამოვაცალოთ თესლი და სიგრძეზე დავჭრათ, მოვასხათ ლიმონის წვენი. მსხლის ნაჭრები მოვათავსოთ პურის ნაჭრებზე. ფორმა 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ და 20 წუთი ვაცხოთ. ამასობაში დარჩენილი ნაღები ან არაჟანი გავაცხელოთ. შოკოლადი დავფქვათ და ნაღებში ჩავყაროთ. როდესაც დადნება, მომზადებულ მსხლის ჩაროზს ზემოდან მოვასხათ და ცხელი მივიტანოთ სუფრასთან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.