Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ოჭენახე და ჯერუკი

მთხრ. ამბაკო გახარია, 56 წ. (სოფ. მუხური)

ოჭენახე (საწნახელი). საწნახელისათვის ყველა ხეს სჯობს ცაცხვი. თუმცა წაბლსაც ხმარობენ, მაგრამ სკდება. სასაწნახელო ხეები იშოვებოდა ჩვენ სოფლიდან თხუთმეტი-ოცი კილომეტრის მანძილზე. საწნახელისათვის ხე უნდა იყოს თხუთმეტი-ოცი ვერშოკის სისქის, სიგრძით - ხუთი-ექვსი არშინი. ერთი ხიდან შეიძლება ოთხი-ხუთი საწნახელი გამოვიდეს. ეს ხეს გააჩნია. საწნახელს უფრო აგვისტოში აკეთებენ. ხის ტანს დაჭრიან იმდენ ნაწილად, რამდენი საწნახელიც უნდა გაკეთდეს. მორგვებს თავებს წაუთლიან და წკეპარით გულს ამოსჭრიან. გულს ისე ამოუღებენ, რომ საწნახელის კედლები სამი თითის სიმსხო დარჩეს. შემდეგ საწნახელს შიგნით ხვეწით გამოასუფთავებენ, გარედან ნაჯახით ან შალაშინით გასწმენდენ, თავებში ჩაუყენებენ ფიცრებს და გადმოაპირქვავებენ. სანამ არ გახმება, საწნახელს ადგილიდან არ დასძრავენ. ამის შემდეგ მის გადმოსატანად მოიწვევენ ნადს, ცხრა-ათ კაცს. ოცდაათკოკიან საწნახელის წაღებას ორი დღე უნდებიან. თითოეულ თავში ოთხ ადგილას გახვრეტენ და გაუყრიან დაგრეხილ წკნელს. ამ წკნელებით საწნახელს დაამაგრებენ ხელის ჯოხებზე - ლაგერებზე. ჩაუდგება რვა კაცი და მიაქვთ. ასე მოაქვთ საწნახელი მთიდან. თუ ფერდი მოსახერხებელი არის, ჩამოაქვს ოთხ კაცს "ვაშას" ძახილით. თუ ფერდი დიდია, საწნახელი თოკით ჩამოაქვთ; მაშინაც იმდენივე კაცია საჭირო. მთიდან საწნახელი ჩამოაქვთ მდინარესთან. აქ საჭიროა მაგარი თოკი და ორი კაცი. ერთი საწნახელში ზის და ჭოკით აძლევს მიმართულებას, მეორე თოკით უკან მიჰყვება. ზოგ ადგილებში ორივე საწნახელში ზის. სოფელში რომ შემოვლენ, ხალხს მოიხმარებენ ამოსაღებად. მერე მათ ქეიფს უმართავენ.

ჯერუკი. პატარა - ხუთ-ექვსკოკიან საწნახელს ჯერუკის ვეძახით. ამას ისევე ვამზადებთ, როგორც დიდ საწნახელს.

მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის, ტომი IV, ნაწილი III თბილისი, მეცნიერება, 1989.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული