Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გიორგი რევაზაშვილი, რევაზაშვილების მარანი - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (29)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

 მაქვს ძველი მარანი ატენის ხეობაში. ვენახი გაშენებულია 0,5 მიწის ფართობზე. ჩვენი ოჯახის მიზანია ავაღორძინოთ და განავითაროთ ღვინის ქვევრში დაყენების უძველესი ტრადიციები. ვაწარმოებთ ადგილობრივი ყურძნისაგან დაყენებულ ბუნებრივ  ღვინოებს.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

ატენის ხეობაში გვაქვს გაშენებული: ჩინური, თავკვერი, გორული მწვანე; მომავალში ვაპირებთ შავკაპიტოს, თეთრ ბუდეშურს, ატენის საფერავს, დანახარულს.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

ვაწარმოებთ ჩინურს და თავკვერს. ეს ღვინო გამოირჩევა ბუნებრივობით, ნიადაგის და ვენახის მოვლა ხდება ორგანულ მევენახეობაში დაშვებული პრეპარატებით, ყურძენი არ შეიცავს შხამ-ქიმიკატებს, ღვინოს ვაყენებთ ქვევრებში, არ ხდება ქიმიურად ჩარევა, ფერმენტაცია მიმდინარეობს ბუნებრივად.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

2013 წელს ჩამოვასხით ჩინური ,,ატენურის,, სახელით. გაყიდვები გვქონდა: ღვინის ბარ-რესტორნებში: ღვინო ანდერგრაუნდი, აზარფეშა, ჯივინო, ბარბარესთან და მაღაზიებში: ვინოთეკა, ვინომანია და სხვა.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

ჩვენი ოჯახური წარმოების ღვინო გადის საერთაშორისო ბაზარზე აშშ-ში, დაინტერესებულები არიან იაპონელი, ავსტრალიელი, ევროპელი იმპორტიორები, რომლებთანაც ურთიერთობას მომავალში ვიმედოვნებთ.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

კვალიფიციური ცოდნა მეტად უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ადგილობრივი ხელისუფლებიდან მეტი ინტერესი. 

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

განათლება ბუნებრივ მევენახეობასა და მეღვინეობაში, ვაზის და ვენახის სიყვარული.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

მოუარონ და გააშენონ ვენახები, ჩაყარონ ქვევრები.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული