Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბორდო 2005

ბრიტანეთის ღვინის სავაჭრო სახლი Berry Bros & Rudd იუწყება, რომ ბორდოს 2005 წლის მოსავლის ღვინოები საუკეთესოდ გაიყიდა, რაც მათ განსაკუთრებულობაზე მიუთითებს.

2005 წლის კოლექციის პოპულარობას ვერაფერი დააკლო ვერც იმ ფაქტმა, რომ ამ კოლექციის ღვინოები მხოლოდ 2018 წლისთვის ივარგებს სასმელად და ვერც მსოფლიო იპოთეკურმა კრიზისმა. Berry Bros-ის გაყიდვების დირექტორი, სიმონ სტეპლსი, ამბობს, რომ კომპანიის სამასწლიანი არსებობის მანძილზე, ეს ვინტაჟის ღვინოების ფასების მკვეთრი ზრდის პირველი შემთხვევაა ყურძნის კრეფისა და ღვინის მიწოდების დაწყების პერიოდს შორის არსებულ დროის მონაკვეთში. მაისში, ბორდო 2005-ის 1700 ყუთის გაყიდვას (6,8 მლნ. ევროდ) ერთი კვირაც არ დასჭირვებია. ერთი ყუთი საშუალოდ 4000 ევროდ გაიყიდა.
 
© vinoge.com

 

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული