Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პენე თინუსის სოუსით

საჭირო მასალა: 1 ქილა ზეთში დაკონსერვებული თინუსი, 100 გ ახალი ისპანახი, 1 თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი, 400 გ პასტა პენე, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 2 ს.კ. ტომატპასტა, 800 მლ თავისივე წვენში დაკონსერვებული პამიდორი, მწიკვი შაქარი, პილპილი, სოიის სოუსი – გემოვნებით.

მომზადება: თევზის კონსერვი გადავწუროთ და ჩანგლით ავზილოთ. ისპანახი გავრეცხოთ და გავაშროთ. ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ. პასტა მდუღარე მარილიან წყალში მოვხარშოთ და გადავწუროთ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ ნიორი დახახვი და 1-2 წუთი ვშუშოთ. შევურიოთ ტომატპასტა. 1-2 წუთში დავუმატოთ დაჭყლეტილი პამიდორი და 5 წუთი ვადუღოთ. შევურიოთ ისპანახი, ამოვურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. დავუმატოთ თევზი, სოიის სოუსი, შაქარი და პილპილი. სულ ბოლოს სოუსს შევურიოთ პენე.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული