Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ცნობილი ენოლოგი ორგანული ღვინის შესახებ

ორგანული ღვინის მწარმოებლებს როგორც გულმხურვალე დამცველები და მომხრეები, ისე სასტიკი მოწინააღმდეგეები ჰყავთ. ცნობილი ფრანგი მეღვინე მიშელ შაპუტიე ორგანული ღვინის მწარმოებლებს დაუპირისპირდა. შაპუტიემ ისინი მწვავედ გააკრიტიკა წარმოებაში გოგირდის დიოქსიდის გამოუყენებლობის გამო. ეს ნივთიერება ყურძნის დაწურვამდე გამოიყენება ხოლმე - როდესაც მტევნებს გოგირდს აფრქვევენ. გარდა ამისა, გოგირდის დიოქსიდი ყველა სხვა საფუარის მოქმედებას თრგუნავს, გარდა ღვინის საფუარისა. სწორედ ამ მიზეზთა გამოა აღშფოთებული შაპუტიე, რომელიც აცხადებს, რომ ორგანული ღვინის წარმოება სხვა არაფერია, თუ არა უხარისხო ძმრის წარმოება. ,,იმის თქმა, რომ ადრე ღვინო ასე მზადდებოდა და ეს ნატურალურია, არასწორია. მაშინ, უბრალოდ, არ იყო ცნობილი გოგირდის დიოქსიდის შესახებ. როგორ შეიძლება ტოქსიკური საფუარები დატოვო ღვინოში?” - კითხულობს ფრანგი მეღვინე. 
 
© ღვინის კლუბი/Weekend


ორგანული ღვინის წარმოებისას გოგირდის გამოყენება არავის არასოდეს აუკრძალავს. არ ვიცი რაზე საუბრობს ყოვლადპატივცემული ბატონი მიშელ შაპუტიე(ფრანგული აქცენტით), მაგრამ ეს ასე არაა! აი ნატურალური ღვინის წარმოება სხვაა. ამ შემთხვევაში "ნატურალისტები" გოგირდის ნატამალსაც არ იყენებენ, თუმცა მე ვერ ვხვდები რატომაა ასეთი ღვინო ძმარი??? მაგალითად ქვევრში დაყენებული ღვინო, რომელსაც გოგირდი არაა დამატებული ასეთი ღვინო ძმარია? მოკლედ შესაძლოა ფრანგული ორგანული და ნატურალური ღვინოები მართლაც ძმარია, მაგრამ ქართულზე კი ყველამ ბოდიში მოიხადოს.


ისე, ამ შაპუტიესი გამკვირვებია. თან ბიოდინამიკას აწვება... ბლომად ორგანულ ღვინოები აქვს.



აშკარად რაღაც პირადული წყენა უფროა ეს ყველაფერი. ანუ, ბატონი შაპუწიე რომელიღაც კონკურენტ კოლეგაზეა გულმოსული მასზე უკეთ რომ ყიდის ღვინოებს, თორემ სად ორგანული და სად ძმართან შედარება.


"ნატურალური" ღვინის წარმოებაში არის ტენდენცია იმისკენ რომ მეწარმემ მიაღწიოს იმას რომ გოგირდის ანჰიდრიდი აღარ გამოიყენოს დღეს დღეობით საფრანგეთში და მთელს მსოფლიოში არის ისეთი "ექსკლუზიური" ღვინოები სადაც მართლა არ არის გამოყენებული გოგირდის ანჰიდრიდი. ასეთი ღვინოები მართლა ტოვებს ძმრის შთაბეჩდილებას (თუმცა მათში მქროლავი სიმჟავის დასაშვები ზღვარი დაცულია)და ღირს იმაზე ძვირი ვიდრე კარგად დაყენებული "არანატურალური" ღვინო, რაც იწვევს სპეციალისტების უკმაყოფილებას. მაგრამ ჩვენ საქართველოში ჯობია ჯერ "არანატურალურის" დაყენება ვისწავლოთ და მერე ბიო. ბიო ღვინო მზადდება ვენახში და მას განაპირობებს ორგანული სასუქის სწორი გამოყენება.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული