Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საოჯახო მარნები 13 მაისს, ახალი ღვინის ფესტივალი 2023-ზე

13 მაისს „ახალი ღვინის ფესტივალი 2023“ -ს ღვინის კლუბი უმსაპინძლებს და მთაწმინდის პარკში გაიმართება. ფესტივალის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ასოციაცია ,,ქალები ღვინის ინდუსტრიაში’’ (WIWI). საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს ვებგვერდი „მარანი“ (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, ღვინის ბარი ჯი.ვინო/G.Vino, ღვინის მაღაზიათა ქსელი “8000 მოსავალი“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ლეპერტი.

13 მაისს "ახალი ღვინის ფესტივალი 2023-ში" მონაწილეობას მიიღებს 100 ღვინის კომპანია და 128 საოჯახო მარანი, 4 ღვინის სექტორთან დაკავშირებული კომპანია და 14 მცირე მეწარმე ღვინის თემაზე შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრებით. სულ 246 ფესტივალის მონაწილეა. კომპანიების ჩამონათვალში შეხვდებით როგორც უკვე ცნობილ და ყველასთვის საყვარელ ღვინის კომპანიებსა და მცირე მარნებს, ასევე ახალ ბრენდებს, ახალი ღვინოებითა და კონცეფციებით.

ფესტივალის მონაწილე ღვინის კომპანიების ჩამონათვალი იხილეთ აქ.

დღეს კი გავეცნოთ საოჯახო მარნების სიას, რომელთა ღვინოებიც ღვინის კლუბის სადეგუსტაციო კომისიის მიერ ფესტივალისთვის დეგუსტაციის წესით შეირჩა. წელს საფესტივალოდ სულ 160 მარნის 357 ღვინო შემოვიდა, დეგუსტაციის შედეგად გავიდა 128 მარნის 236 ღვინო.

13 მაისს, ახალი ღვინის ფესტივალი 2023 -ში მონაწილეობას მიიღებს 128 საოჯახო მარანი, თბილისი - 17 მარანი, კახეთი - 42, ქართლი - 36, იმერეთი - 20, რაჭა-ლეჩხუმი - 8, გურია -4,  აჭარა -1.

თბილისი

1.თეიმურაზ მახათაძე, "პეტრა"

მისამართი: თბილისი    

ღვინო: რქაწითელი-მწვანე.

2. ლაშა ჯანელიძე    

მისამართი: თბილისი, სოფ. წავკისი

ღვინო: კახური მწვანე; საფერავი.    

3. კახაბერ არჩვაძე    

მისამართი: თბილისი    

ღვინო: საფერავი.

4.ბაქარ ნარსია

მისამართი: თბილისი            

ღვინო: თავკვერი; საფერავი; თავკვერი-ჩინური-გორული მწვანე; ჩინური- გორული მწვანე

5. კატერინა ჩიგანოვა ( ჯორჯიან სფარქლინგ)     

მისამართი: თბილისი

ღვინო: ჩინური-მწვანე; მწვანე-რქაწითელი

6. დავით ბიწაძე, ბიწაძეების მარანი

მისამართი: თბილისი                

ღვინო: ქისი-კახური მწვანე 

7. ა კიდო 

მისამართი: თბილისი        

ღვინო: ქისი; მწვანე კახური.

8.გიორგი ყალამბეგაშვილი

მისამართი: თბილისი    

ღვინო: რქაწითელი; თავკვერი როზე; 

9. გიორგი  მხატვრიშვილი    

მისამართი: თბილისი    

ღვინო: ქისი; ძელშავი-თავკვერი.

10. ლუკა ივარდავა

მისამართი: თბილისი    

ღვინო: რქაწითელი-ქისი; კახური მწვანე-რქაწითელი.

11. "მეღვინეობა ჩავლე"

მისამართი: თბილისი, კოჯორი    

ღვინო: საფერავი

12. მეღვინეობა პი . Winery Pi

მისამართი: თბილისი        

ღვინო: საფერავი    

13. ნიკოლოზ ირემაშვილი - "რაჭისუბანი"    

მისამართი: თბილისი

ღვინო: რქაწითელი;    საფერავი.

14. კახა ბერიძე, თეა მრევლიშვილი - " კახა ბერიძის მარანი"

მისამართი: თბილისი, ივერთუბანი                

ღვინო: ხაშმის საფერავი        

15. ირაკლი ჩოლობარგია

მისამართი: თბილისი    

ღვინო: კახური მწვანე; ჭყაპა.

16. გიორგი ვოლსკი, "ანდრიას ღვინო " 

მისამართი: თბილისი

ღვინო: რქაწითელი 

17. გიორგი ირემაშვილი, საღვინე სახლი თბილისი    

ღვინო: რქაწითელი-ჩინური    

კახეთი

18.დიმიტრი ოღრაპიშვილი

მისამართი: საგარეჯო, სოფ. ხაშმი    

ღვინო: ხაშმის საფერავი; რქაწითელი მწვანე    

19. რამაზი  შავკაციშვილი, "მეღვინეობა ხაშმი"

მისამართი: საგარეჯო, სოფ. ხაშმი        

ღვინო: საფერავი

20. ბექა პაპუაშვილი    

მისამართი: ყვარელი        

ღვინო: ქინძმარაული; საფერავი.

21. სოფიო გეგუჩაძე, AMORI 

მისამართი: გურჯაანი, სოფ. ჯიმითი    

ღვინო: რქაწითელი    

22. გიორგი  კიკოლაშვილი, WINE MOOD    

მისამართი: ყვარელი, სოფ. შილდა    

ღვინო: საფერავი; რქაწითელი; ქისი-რქაწითელი-მწვანე.    

23. ღვინერი  La Vino    

მისამართი: დედოფლისწყარო, სოფ. ხორნაბუჯი    

ღვინო: ქისი

24. ილია ბაწაშვილი

მისამართი: გურჯაანი, სოფ. ბაკურციხე        

ღვინო: რქაწითელი-ხიხვი

25.  წმინდა სტეფანე ხირსელის მამათა მონასტერი

მისამართი: სიღნაღი, სოფ. ტიბაანი        

ღვინო: რქაწითელი    

26. გიორგი  შათირიშვილი

მისამართი: ახმეტა, სოფ. მატანი            

ღვინო: საფერავი-ბუდეშური საფერავი; კახური მწვანე

27. ბოდბის მარანი

მისამართი: სიღნაღი             

ღვინო: რქაწითელი    

28. ანდრო გოცირიძე, გოცირიძის მეღვინეობა

მისამართი: თელავი            

ღვინო: ვარდისფერი რქაწითელი 

29. ჯანანის ღვინის მარანი

მისამართი: თელავი, სოფ. რუისპირი             

ღვინო: რქაწითელი     

30. თამარ ჩახვაშვილი

მისამართი: გურჯაანი, სოფ. კარდენახი            

ღვინო: რქაწითელი    

31. ოთარ დემეტრაშვილი

მისამართი: საგარეჯო, სოფ. ნინოწმინდა         

ღვინო: საფერავი

32. ნათია მამულაშვილი, ქეთი ქევხიშვილი, Wine Art

მისამართი: თელავი, სოფ. შალაური            

ღვინო: მწვანე    

33. თამაზ შერაზადიშვილი Tales Wine

მისამართი: ყვარელი, სოფ. ზინობიანი                

ღვინო: ხიხვი;     ქისი; კახური მწვანე; რქაწითელი-კახური მწვანე.    

34. თამარ ბოჭორიძე, როჭოს ვენახები

მისამართი: ყვარელი        

ღვინო: ხიხვი; რქაწითელი; საფერავი

35. გურამ ჯანიაშვილი

მისამართი: გურჯაანი, სოფ. კალაური            

ღვინო: საფერავი

36. ალექსი ჭანკოტაძე, ღვინის ჭა    

მისამართი: ყვარელი, სოფ. ახალსოფელი    

ღვინო: კახური მწვანე; რქაწითელი

37. ახალი სიღნაღი

მისამართი: სიღნაღი            

ღვინო: თავკვერი; ხიხვი; რქაწითელი

38. "იესეს მარანი"

მისამართი: საგარეჯო, სოფ. კაკაბეთი            

ღვინო: ჟღია-თავკვერი                                

39. დავით ფიცხელაური, ფიცხელას მარანი    

მისამართი: კახეთი        

ღვინო: საფერავი

40. თედოს მარანი 

მისამართი: საგარეჯო    

ღვინო: რქაწითელი-თავკვერი; საფერავი ბუდეშურისებრი

41. მანანა შალვაშვილი, ლაგოდეხის მარანი

მისამართი: ლაგოდეხი            

ღვინო: ქისი    

42. გებრალე 

მისამართი: გურჯაანი, სოფ. ვაჩნაძიანი                

ღვინო: ჩიტისთვალა; ბუდეშური თეთრი-ქისი; კახური მცვივანი

43. ირაკლი  კოტრიკაძე, " შალაშვილების მამაპაპისეული მარანი"

მისამართი: გურჯაანი, სოფ. ველისციხე        

ღვინო: საფერავი    

44. ცანკას ღვინო

მისამართი: საგარეჯო, სოფ. ყანდაურა         

ღვინო: საფერავი

45. გიორგი ქვრივიშვილი, გიორგიწმინდის მარანი

მისამართი: საგარეჯო. სოფ. გიორგიწმინდა                

ღვინო: მანავის მწვანე; რქაწითელი; საფერავი; ქისი.

46. არჩილ უთიაშვილი, თელავის ძველი მარანი

მისამართი: თელავი            

ღვინო: რქაწითელი; საფერავი; ქისი.

47. ირაკლი კოჭლამაზაშვილი, ითაბანი

მისამართი: ახმეტა, სოფ. ქვემო ალვანი            

ღვინო: საფერავი; რქაწითელი

48. ავთანდილ  ირომაშვილი

მისამართი: გურჯაანი, სოფ. კარდენახი            

ღვინო: საფერავი

49. გიორგი ახმეტელი, "ჩარექაული"

მისამართი: ახმეტა, სოფ. ზემო ხოდაშენი                

ღვინო: საფერავი

50. ლევან სეხნიაშვილი, „მარანი სეხნიკა“    

მისამართი: თელავი, სოფ. ვარდისუბანი            

ღვინო: საფერავი; ვარდისფერი რქაწითელი; საფერავი (ნახევრად ტკბილი); ხიხვი; ქისი.

51. ნიკოლოზ ბრეგვაძე

52. ნინო გოზალიშვილი, "ღვინო ვერხვიანი"

მისამართი: სიღნაღი, სოფ. ბოდბისხევი                

ღვინო: საფერავი

53. ბექა ნახუცრიშვილი 

მისამართი: ახმეტა. სოფ. ოჟიო

ღვინო: მწვანე

54. მამუკა ტერტერაშვილი, დათა პაპას მარანი

მისამართი: ახმეტა        

ღვინო: რქაწითელი    

55. იოსებ მარტიაშვილი Martiashvili's Cellar

მისამართი: ახმეტა        

ღვინო: ხიხვი    

56. ბექა მარტიაშვილი, ილტოს ველი

მისამართი: ახმეტა            

ღვინო: რქაწითელი

57. ნიკოლოზ ჯანიაშვილი, მარნისა

მისამართი: გურჯაანი, სოფ. კალაური            

ღვინო: საფერავი

58. მეღვინეობა შოროხი 

მისამართი: ყვარელი, სოფ. ახალსოფელი                

ღვინო: ქისი; მცვივანი; რქაწითელი-კახური მწვანე-ქისი-ხიხვი; საფერავი

59. მეღვინეობა ყვარელი 

მისამართი: ყვარელი                 

ღვინო: კახური მცვივანი; რქაწითელი

ქართლი

60.  ნიკოლოზ ხოკრიშვილი, "მოსავალი პირველი"

მისამართი: კასპის მუნიციპალიტეტი სოფ. ლამისყანა            

ღვინო: რქაწითელი-ბუერა

61. ლალუა

მისამართი: ხაშური                

ღვინო: ოცხანური საფერე; ჩხავერი; კრახუნა; გორული მწვანე

62. ილია ტერმაკოზაშვილი

მისამართი: გორი, სოფ. ატენი            

ღვინო: შავკაპიტო; ატენური

63. დავითი გერმანოზაშვილი

მისამართი: კასპის რაიონი, სოფ. კალოუბანი            

ღვინო: თავკვერი როზე; გორული მწვანე

64. გიორგი ცაბოლაშვილი

მისამართი: კასპის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზემო ხანდაკი                

ღვინო: ჩინური

65. კაპიტოს მარანი,  ბესიკ ქარაბაკი

მისამართი: კასპის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზემო ხანდაკი            

ღვინო: შავკაპიტო; დანახარული; თავკვერი; გორული მწვანე; ჩინური.

66. ნიამორი

მისამართი: კასპი, სოფ. თელიანი                 

ღვინო: თავკვერი; საფერავი; ჩინური; გორული მწვანე; თავკვერი როზე.

67. ჭალელი

მისამართი: ქარელი, სოფ. კნოლევი                 

ღვინო: ჩინური-გორული მწვანე; შავკაპიტო; ალექსანდროული; მუსკატი. 

68. ლევან ქიტუაშვილი, "ქიტესას მარანი"

მისამართი: მცხეთა     

ღვინო: როზე; საფერავი; ჩინური-გორული მწვანე; ციცქა -ცოლიკოური.

69. ნიკა  ოქრუაშვილი

მისამართი: მცხეთა                        

ღვინო: საფერავი; კახური მწვანე

70. გივი ადეიშვილი, "მეღვინეობა იქვე"

მისამართი: მცხეთა, საგურამო    

ღვინო: ხიხვი; საფერავი ბუდეშურისებრი

71. რატი შავგულიძე, შავგულიძის მარანი

მისამართი: მცხეთა, წერეთლის 3                

ღვინო: გორული მწვანე; შავკაპიტო

72. ირაკლი გეწაძე    

მისამართი: მცხეთის რაიონი, სოფ. წეროვანი        

ღვინო: თავკვერი; რქაწითელი; ჩინური

73. ელენე ჯაღმაიძე, ვაინელი

მისამართი: მცხეთა . სოფ. წეროვანი            

ღვინო: რქაწითელი; ჩინური

74. ძველი მუხრანი

მისამართი: მცხეთა, სოფ. მუხრანი                

ღვინო: საფერავი ბუდეშური; მუსკატური რქაწითელი; ოცხანური საფერე; როზე~

75. დავით ელიზბარაშვილი

მისამართი: მცხეთის მუნიციპალიტეტი, საგურამო             

ღვინო: რქაწითელი    

76. არაგვისპირის მარანი 

მისამართი: დუშეთი, სოფ. არაგვისპირი                

ღვინო: რქაწითელი; ჩინური; თავკვერი

77. ნოდარ წამალაიძე

მისამართი: მცხეთა-მთიანეთი, სოფ. ჩარდახი

ღვინო: ჩინური

78. ნუცა ნოზაძე, შანოს საოჯახო მარანი 

მისამართი: მარტყოფი, სააგარაკე მეურნეობა მზიანეთი    

ღვინო: ბუდეშური საფერავი    

79. გიორგი გოგალაძე,  "გოგალას მარანი"    

მისამართი: ბოლნისი    

ღვინო: საფერავი

80. მარიამ უგრეხელიძე

მისამართი: ბოლნისი        

ღვინო: რქაწითელი    

81. ავთანდილ  უგრეხელიძე, მარანი უგრეხელა

მისამართი: ბოლნისი    

ღვინო: რქაწითელი        

82. არტურ აკოპიან

მისამართი: მარნეული, სოფ. თამარისი    

ღვინო: საფერავი; რქაწითელი; ქისი

83. ანტონ ვაჭარაძე

მისამართი: ასურეთი                   

ღვინო: ხაშმის საფერავი; რქაწითელი

84. გურამ ავქოფაშვილი, „ძმების მარანი“    

მისამართი: ბოლნისი    

ღვინო: თავკვერი; რქაწითელი; ბოვი; ასურეთული შავი; საფერავი

85. მარიენფელდი 

მისამართი: გარდაბანი, სოფ. სართიჭალა

ღვინო: ქისი; ბუდეშური საფერავი-ახმეტის წითელი-სიმონასეული; ბუდეშური საფერავი

86. მეღვინეობა დემა

მისამართი: გარდაბანი, სოფ. ვაზიანი              

ღვინო: მწვანე 

87. ლადო ნავერიანი,  მეღვინეობა მადლიერი

მისამართი: ბოლნისი                

ღვინო: საფერავი; რქაწითელი

88. იოსებ მუხიგულაშვილი, მუხიგული

მისამართი: ბოლნისი             

ღვინო: რქაწითელი    

89. ირაკლი ჯაფარიძე, ჯაფარიძის მეღვინეობა

მისამართი: ბოლნისი            

ღვინო: რქაწითელი; საფერავი

90. თორნიკე შერაზადიშვილი, "შალოს მარანი"

მისამართი: ბოლნისი, სულხან საბას ქ 82        

ღვინო: საფერავი; რქაწითელი; ალექსანდროული-მუჯურეთული

91. გილანი ჯაფარიძე, გილანის მარანი

მისამართი: ბოლნისი                

ღვინო: საფერავი

92. ნიკოლოზ მინდიაშვილი, ნუცმინოს მარანი

მისამართი: ბოლნისი            

ღვინო: რქაწითელი; საფერავი

93. მართა პლუტო, ემზარ სუბელიანი, სუბელიანის მარანი    

მისამართი: ბოლნისი        

ღვინო: რქაწითელი    

94. გოგიტა ყურაშვილი, "ბოლნისის ძველი მარანი"

მისამართი: ბოლნისი        

ღვინო: ასურეთული შალა    

95. მირიან ურუმაშვილი    

მისამართი: ბოლნისი        

ღვინო: რქაწითელი     

იმერეთი

96. ლუარა  ღვალაძე

მისამართი: ბაღდათი, სოფ. მეორე ობჩა            

ღვინო: ციცქა-ცოლიკოური    

97. მარანი ზოდი 

მისამართი: ჭიათურა, სოფ. ზოდი        

ღვინო: ცოლიკოური; ციცქა; ქვიშხური; ძელშავი.

98. ნინო  ნადირაძე, " ორი და" 

მისამართი: ჭიათურა, სოფ. ითხვისი     

ღვინო: ცოლიკოური- ქვიშხური    

99. დავით უჩაძე

მისამართი: ქუთაისი

ღვინო: ცოლიკოური, რქაწითელი

100. დავით კაპანაძე, საოჯახო მარანი "თამმარანი"

მისამართი: საჩხერე, სოფ. კორბოული            

ღვინო: ბუდეშური საფერავი; რქაწითელი; თავკვერი; კრახუნა; ჩინური

101. დავით ლომინაძე

მისამართი: ვანი, სოფ. ფერეთა            

ღვინო: ცოლიკოური    

102. ლაშა გურული    

მისამართი: თერჯოლა, სოფ. ახალთერჯოლა                

ღვინო: კაპისტონი, ძელშავი, ციცქა    

103. უჩა მაჭარაშვილი

მისამართი: საჩხერე, სოფ. მახათაური                

ღვინო: ძელშავი    

104. დავით ლელაძე    

მისამართი: ბაღდათი, სოფ. როხი    

ღვინო: ციცქა; ცოლიკოური; ალადასტური-ოცხანური საფერე

105. ლაშა ლომიძე,  მარანი " ბარული"

მისამართი: ზესტაფონი                

ღვინო: კრახუნა    

106. შმაგი ავალიშვილი    

მისამართი: ხარაგაული. სოფ. კიცხი

ღვინო: ციცქა     

107. თამთა ნარსია  Tamta's Wine

მისამართი: წყალტუბო    

ღვინო: თავკვერი; საფერავი; ჩინური-გორული მწვანე; თავკვერი-ჩინური-გორული მწვანე

108. ზურაბ ღვალაძე    

მისამართი: ბაღდათი, სოფ. მეორე ობჩა        

ღვინო: ცოლიკოური; ციცქა-ცოლიკოური; ციცქა

109. დავით კაპანაძე    

მისამართი: ზესტაფონი. სოფ. ქვ. საზანო        

ღვინო: ციცქა

110. ნანო რუხაძე

მისამართი: ზესტაფონი, სოფ. ქვედა საზანო                

ღვინო: ცოლიკოური; ოცხანური საფერე

111. ირაკლი მინაძე

მისამართი: ბაღდათი, სოფ. ფერსათი            

ღვინო: ცოლიკოური    

112. ბაჩუკი მსხილაძე

მისამართი: ვანი                         

ღვინო: ცოლიკოური    

113. Kosmomarani

მისამართი: ქუთაისი                

ღვინო: ცოლიკოური-მუჯურეთული-ალექსანდროული; ალადასტური-ჩხავერი

114. გოგი  უგრეხელიძე

მისამართი: თერჯოლა, ღვანკითი        

ღვინო: ციცქა; ოცხანური საფერე; ნაკუთვნეული; კუნძა

115. მირიანის მარანი

მისამართი: ბაღდათი, სოფ. ფერსათი         

ღვინო: კუნძა    

გურია

116. გია ჯამბერიძე

მისამართი: ჩოხატაური, სოფ. გორაბერეჟოული        

ღვინო: ციცქა-ცოლიკოური    

117. ბაჩანა მამალაძის მარანი

მისამართი: ჩოხატაური; სოფ. ბუკისციხე                

ღვინო: ცოლიკოური    

118. თეიმურაზ შარაშიძე    

მისამართი: ჩოხატაური, სოფ. ბუკისციხე                

ღვინო: ოცხანური საფერე; ჩხავერი; ჯანი

119. ანდრო ვაშალომიძე    

მისამართი: ოზურგეთი, სოფ. შემოქმედი            

ღვინო: საკმიელა

აჭარა

120. ვაჟა დავითაძის მარანი 

მისამართი: ბათუმი            

ღვინო: ჩხავერი; უსახელოური; ცოლიკოური

რაჭა-ლეჩხუმი

121.     ლევან ხმელიძე

მისამართი: ცაგერი, სოფ. ქორენიში

ღვინო: ცოლიკოური

122. ლუკა ბილაშვილი "ამიწიე"    

მისამართი: ამბროლაური, სოფ. პირველი ტოლი        

ღვინო: ალექსანდროული-მუჯურეთული    

123. დიანოზ კენჭაძე    

მისამართი: ცაგერი, სოფ. ორხევი        

ღვინო: მწვანე ცოლიკოური    

124. ალვაზი -  გონაძეების ვენახები

მისამართი: ამბროლაური                

ღვინო: ალექსანდროული მუჯურეთული; ალექსანდროული; ტვიში

125. გოლეთიანის საოჯახო მარანი     

მისამართი: ცაგერი, სოფ. ორბელი                

ღვინო: ცოლიკოური; ოჯალეში

126.     ამირან მეგრელი

მისამართი: ცაგერის რაიონი. სოფ. ორბელი        

ღვინო: ორბელური ოჯალეში                                      

127. ისიდორე უჩაძე    

მისამართი: ცაგერის რაიონი, სოფ უცხერი    

ღვინო: ცხვედიანის თეთრა; ცოლიკოური

128. კონსტანტინ მუშკუდიანი, შატო ლეჩხუმი    

მისამართი: ლეჩხუმი, სოფ. ოყურეში            

ღვინო: ცოლიკოური; უსახელოური.    

როგორც ყოველთვის, ახალი ღვინის ფესტივალზე დასწრება უფასოა.

ახალი ღვინის ფესტივალი 2023 მონაწილეებსა და სტუმრებს ბოლო მოსავლის (2022 წ.) ასეულობით ახალი ღვინის გასინჯვას, ამ ღვინოების ავტორების გაცნობასა და ახალი გემოების აღმოჩენას გპირდებათ.

ახალი ღვინის ფესტივალის მთავარი იდეა ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშებისა თუ ადგილების აღმოჩენა, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის განვითარებაა.

2010 წლიდან დაწყებული ყოველ წელს ფესტივალი იზრდება. ასპარეზზე ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები ჩნდებიან და თავიანთი ბოლო მოსავლის ღვინოებს გვასინჯებენ.

ახალი ღვინის ფესტივალს, მწარმოებლების გარდა, ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულებიც მოუთმენლად ელიან. რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ჩანიშნული აქვთ ღვინის ფესტივალის თარიღი და ემზადებიან ქართულ ღვინოებთან შესახვედრად.

ქართული ღვინის ყველა გულშემატკივარს წლევანდელი ახალი ღვინის ფესტივალი კვლავ მთაწმინდის პარკში ელის. 13 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინის დიდი კომპანიები, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ოჯახური მარნები ფესტივალის სტუმრებს დაახვედრებენ ბოლო მოსავლის (2022 წლის) საუკეთესო ღვინოებს.

ახალი ღვინის ფესტივალის ხიბლი სწორედ მრავალფეროვნება და ახალი გემოების აღმოჩენაა, თან უშუალოდ ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრისას უფრო მეტის გაგება შეგვიძლია იმ ღვინის შესახებ, რომელსაც გავსინჯავთ და მოგვეწონება.

ახალი ღვინის ფესტივალი 2023 დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.

ფესტივალის კარი ყველა სტუმრისთვის ღიაა. ფესტივალზე ისიამოვნებთ კარგი მუსიკით - „ნალი ბენდი“, რეზო კიკნაძის ჯაზ ბენდი, ფოლკლორული ანსამბლი „ჯეო ფოლკი“. ფესტივალის სტუმრებისთვის იქნება სახალისო პროგრამა, გათამაშდება 10 ყუთი საუკეთესო ღვინო და სხვა.

©ღვინის კლუბი/vinoge.com

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული