Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ინვესტორის სახელმძღვანელო

ბრიტანეთის ღვინითა და სპირტიანი სასმელებით მოვაჭრეთა ასოციაციამ (Wine and Spirit Trade Association - WSTA) საგანგებო სახელმძღვანელო გამოუშვა მათთვის, ვისაც განზრახული აქვს, თანხები ღვინის წარმოებაში დააბანდოს. ახალი წიგნი, სახელად "ინვესტიციები ელიტურ ღვინოში" ქვესათაურით "ნუ გახდებით თაღლითობის მსხვერპლი” მკითხველს ძვირადღირებული ღვინის წარმოებაში არსებული საფრთხეებისა და რისკების შესახებ მოუთხრობს. ღვინის ინვესტორთა ერთგვარი "ბიბლია" მყიდველებს ასწავლის, პირველ რიგში, რა უნდა შეამოწმონ მანამ, სანამ კეთილშობილ სასმელში დიდძალ თანხას გადაიხდიან. ბრიტანეთის ღვინითა და სპირტიანი სასმელებით მოვაჭრეთა ასოციაციის წარმომადგენელი - გევინ პარტინგტონი ამბობს, რომ ბოლო წლებში ელიტური ღვინის შესყიდვები გაიზარდა და ბუნებრივია, მზარდმა ბაზარმა უამრავი თაღლითიც მიიზიდა - განსაკუთრებით en primeur-ის გაყიდვებზე, ანუ, ახალი ღვინის გაყიდვებზე, ჯერ კიდევ ბოთლებში ჩამოსხმამდე. სახელმძღვანელო გვირჩევს, ღვინის შეძენამდე მწარმოებელი კომპანიის ბიზნეს ისტორიით, მისამართით, ღვინის შენახვის პირობებითა და მიწოდების გარანტიით დავინტერესდეთ. აღსანიშნავია, რომ დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ გასული 6 თვის განმავლობაში თაღლითებმა ფრანგ მეღვინეებს დაახლოებით ერთი მილიონი დოლარის მოცულობის ზარალი მიაყენეს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული