Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ტაჰინი

საჭირო მასალა: 2,5 ჭიქა ბრინჯი, 4 კვერცხის გული, 2 ქილა მაწონი, 400 გ ქათმის ფილე, 2-3 ს.კ. ერბო, მარილი – გემოვნებით, მწიკვი ზაფრანა.

მომზადება: ამ კერძის მომზადებამდე მაწონი 2-3 საათის განმავლობაში  ნაჭრის ტომარაში მოვათავსოთ და დავკიდოთ, რომ სითხისგან დაიწრიტოს.  ბრინჯი თბილ წყალში დავალბოთ. ქათმის ხორცს დავასხათ იმდენი წყალი, რომ დაფაროს და დავდგათ ცეცხლზე. ქათამი კარგად რომ მოიხარშება, ხელით დავაქუცმაცოთ. რამდენიმე ღერი ზაფრანა დავნაყოთ ცოტა შაქრის პუდრთან ერთად და დავასხათ თბილი წყალი. ცალკე მარილწყალში ნახევრად მოვხარშოთ ბრინჯი. 1 საათის შემდეგ მაწონი ამოვიღოთ ტომრიდან, შევურიოთ კვერცხის გულები, ზაფრანა, ცხიმი და ხორცი.  ბრინჯი გადავწუროთ, ნაწილს შევურიოთ ზაფრანიანი მაწვნის მასა, ოღონდ ხორცი არ შეგვყვეს და მოვათავსოთ სქელძირიან ქვაბში, შემდეგ დანარჩენი მასა გადავურიოთ ბრინჯს და ისიც ჩავდოთ ქვაბში, დავახუროთ ტილოამოკრული საფარებელი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. როდესაც ბრინჯი კარგად გამოშრება და მთელ წვენს შეიწოვს, გვერდებზე მოვსინჯოთ – თუ შეკრულია, ამოვატრიალოთ ლანგარზე.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული