Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო საფრანგეთში ნატურალური ღვინის გამოფენაზე Les Pénitentes

თებერვალი სწორედ ის დროა, როდესაც საფრანგეთში ღვინოების გამოფენები იწყება. 1-დან 3 თებერვლამდე Les Pénitentes ნატურალური ღვინის გამოფენაზე ქართული ღვინოებიც იქნებაწარმოდგენილი - მათ შორის “იაგოს მარანი”, რომელიც უკვე წლებია ამ ღონისძიებასსტუმრობს, ასევე “ოქროს ღვინო”. მთლიანობაში გამოფენას 27 ღვინის მწარმოებელი ეყოლება, ძირითადად საფრანგეთის რეგიონებიდან. 

Les Pénitentes გამოფენა მხოლოდ ღვინის პროფესიონალებისთვის ეწყობა და ორგანიზებას მეღვინეები: Thierry Puzelat, René Mosse, Herve Villemade, Pierre Olivier Bonhomme უკეთებენ. ორგანული და ნატურალური ღვინოების დაჭაშნიკება საფრანგეთში, Savennières-ში, Fresne-ის დარბაზში გაიმრთება.

გამოფენაზე ღვინის დეგუსტაციების გარდა მეღვინეები ერთმანეთს შეხვდებიან და გაეცნობიან. ბოლო წლებში მათი რიცხვი სულ უფრო იზრდება, შეხვედრები კი სულ მრავალფეროვანი ხდება. წელს აქ შეიკრიბებიან საოჯახო მარნები, ახალგაზრდა, ღვინის მოყვარული ადამიანები და ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან. აქვე გაგაცნობთ სრულ სიას, თუ ვინ მიიღებს ღონისძიებაზე მონაწილეობას.  
ზემოთ აღნიშნულ გამოფენას საფრანგეთში წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევენ ბუნებრივი მეღვინეობის სფეროში, რომელსაც მსოფლიოში ცნობილ ინატურალისტი მეღვინეები, ღვინის იმპორტიორები, ბაიერები, მედიის წარმომადგენლები, სომელიეები, და სხვა ათასობით სტუმარი ესწრება.

ALTABER (BOURGOGNE) 

AUTRAN (VOUVRAY)

BITARISHVILI (KARTLI)

BROQUA (AVEYRON)

CARETTE (ANJOU)

DENOGENT (MAC ACONNAIS)

DUFAITRE (BEAUJOLAIS)

ESCODA (CATALOGNE)

A&J FOILLARD (BEAUJOLAIS)

F&A FOILLARD (BEAUJOLAIS)

LABET (JURA)

LAROCHE (SAVENNIERES)

NICQ (ROUSSILLON)

OKRO (KAKHETIE)

PADOVANI (TOSCANE)

POTAIRE (TOURAINE)

RENAUD (GARD)

SAINT CYR (BEAUJOLAIS)

SAUMON (TOURAINE)

SERRES (CATALOGNE)

THIBAULT (TOURAINE)

VAUTHIER (BOURGOGNE)

YOYO (ROUSSILLON)

VERGANO (PIEMONT)

GROSPERRIN (COGNAC)

FORGET (NORMANDIE)

SPIRAL DISTILLERIE (ALSACE)

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული