Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბარდის წვნიანი კარიბულად

საჭირო მასალა: 1 ჭიქა ხმელი ბარდა, 1 პატარა ცუკინი, 200 გ მწვანე ლობიო, 1 დიდი სტაფილო, 4 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 2-3 მარცვალი ილი, 2 ცალი მიხაკი, 1 ს.კ. გახეხილი ნედლი ჯანჯაფილი, 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1 ს.კ. ძირის თესლი, 1 ს.კ. ზაფრანა,  1/2 დარიჩინის ღერი,  მწიკვი მუსკატი, მწიკვი შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით.

მომზადება: მოხარშვამდე ბარდა მთელი ღამით დავალბოთ წყალში, დილით გადავწუროთ, დავასხათ წყალი და დავდგათ ცეცხლზე. სტაფილო, ლობიო და ცუკინი 4 სმ სისქის ნაჭრებად დავჭრათ. ხახვი და ნიორი წვრილად დავკეპოთ. ზაფრანას დავასხათ ცოტა თბილი წყალი და გავაჩეროთ, რომ ფერი გამოვიდეს. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ ხახვი, ძირა, მიხაკი, ჯავზი, პილპილი და მოვშუშოთ. დავუმატოთ ნიორი და 1-2 წუთი კიდევ ვშუშოთ. მოშუშული  ინგრედიენტები დავუმატოთ მდუღარე ბარდას. აქვე დავუმატოთ ზაფრანა, ილი, ჯანჯაფილი, დარიჩინი და მარილი. 30 წუთის განმავლობაში თავდახურული ვადუღოთ. წვნიანში ჩავყაროთ სტაფილო. 10 წუთის შემდეგ დავუმატოთ მწვანე ლობიო და ცუკინი. ვხარშოთ, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება. თუ წყალი დაიშრო, მდუღარე დავამატოთ. სანამ ცეცხლიდან გადმოვდგამთ, კიდევ ერთხელ გავსინჯოთ და მარილი და პილპილი დავუმატოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend



ცუკინი შემთხვევით ყაბაყი ხომ არაა?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული