გამოქვეყნებულია: 17 ოქტომბერი, 2011 - 22:46
საჭირო მასალა: 500 გ თეთრი თევზის ფილე, 50 გახეხილი ჯანჯაფილი, 3 ს.კ. ზეთი, 50 გ დაჭყლეტილი ნიორი, 50 მლ ბალზამიკო, 2 ს.კ. შაქარი, მარილი - გემოვნებით.
გარნირისთვის - 1 კიტრი, 1 სტაფილო, 1 პამიდორი, 1 კონა პიტნა, 0,5 ლიმონის წვენი, მარილი - გემვნებით.
მომზადება: თევზი პატარა ნაჭრებად დავჭრათ. გახეხილი ჯანჯაფილი, დაჭყლეტილი ნიორი, ბალზამიკო და შაქარი და მარილი ავურიოთ და დავასხათ თევზს. ასე გავაჩეროთ სამი საათის განმავლობაში. წვრილად დავჭრათ პიტნა, პამიდორი, სტაფილო და კიტრი. სალათას დავაწუროთ ლიმონი და მოვაყაროთ მარილი. თევზი კარგად გახურებულ ტაფაზე ზეთში შევწვათ და ბოსტნეულთან ერთად მივიტანოთ სუფრასთან.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი