Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართლი: ღვინის სამეფო - World of Wine

ბოლნისის რეგიონში ღვინის წარმოება ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა, რასაც ხელს უწყობს როგორც ადგილობრივი მეღვინეების პროფესიონალიზმის ზრდა, ასევე რეგიონში არსებული მრავალფეროვანი ტერუარები. სტატიას ლიზა გრანიკი წერს, ღვინის ექსპერტი, იგი ქართული ღვინის კულტურისა და წარმოების შესახებ თავისი კვლევებითა და სტატიებით გახდა ცნობილი წლების წინ. მას ძალიან საინტერესო გამოცდილება აქვს მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში და აქტიურად იკვლევს სხვადასხვა ღვინის რეგიონს, მათ შორის საქართველოში.

ქვემო ქართლში, მაშავერას მდინარის ნაპირზე მდებარე ბოლნისის ადგილწარმოშობა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ადგილია ღვინის წარმოებისთვის. საუკუნეების განმავლობაში რეგიონში მაცხოვრებელმა სხვადასხვა ხალხმა, მათ შორის გერმანელებმა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს ადგილობრივ მეღვინეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ გასულ საუკუნეში გერმანელები გადაასახლეს, მათმა მემკვიდრეობამ, კერძოდ მეღვინეობის ტრადიციებმა კი ბოლნისის ტერუარებში იჩინა თავი.

თუმცა, ბოლნისის ღვინის აღმავლობას ხელს მხოლოდ ისტორია და ტრადიციები კი არ უწყობს, არამედ ახალი თაობის მეღვინეების ცოდნის გაღრმავება და მათი მცდელობა, რომ რეგიონში წარმოებული ღვინოები ხარისხით გამოირჩეოდნენ: “ამის მაგალითია „ძმების მარანი,“ სადაც გურამ ავქოფაშვილი და მისი ძმა, გიორგი, მეღვინეობაში ძალიან აქტიურად არიან ჩართული. მათი და სხვა, განსაკუთრებით კი მცირე საოჯახო მარნების მიერ წარმოებული ღვინოები ადგილობრივ ჯიშებზეა დაფუძნებული, მაგალითად, დანახარულზე, შავკაპიტოზე და თავკვერზე. თანაც, ძალიან საინტერესო ტექნოლოგიით და მართლაც მაღალო ხარისხის ღვინოებით.” - ვკითხულობთ სტატიაში.

ეს მეღვინეები, ტრადიციულ მიდგომებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს შორის ბალანსის დაცვით, ქმნიან განსხვავებულ, უნიკალურ ღვინოებს, რომლებიც ქართლს ღვინოს ახალ პერსპექტივას უქმნიან. ბოლო პერიოდში ბოლნისში მეღვინეობა არა მხოლოდ სიმბოლური და საკრალური მიზნებისთვის, არამედ ფართო მასშტაბით, საერთაშორისო ბაზრებისთვისაც იწარმოება.

ბოლნისის რეგიონში ღვინის წარმოების ზრდის პარალელურად, ახალი თაობის მეღვინეები ცდილობენ ღვინის ხარისხის გაუმჯობესებას და მრავალფეროვანი ტერუარების შესაძლებლობების გამოყენებას: “ერთ-ერთი გამორჩეული მიდგომა ის არის, რომ მეღვინეები არა მხოლოდ ტრადიციული კახური მეთოდით, არამედ კასრებშიც ავარგებენ ღვინოს ქართლის ჯიშებითა და ინოვაციური ტექნიკითაც მუშაობენ. მაგალითად, გურამი აღნიშნავს, რომ რეგიონს 13 სხვადასხვა ტერუარი აქვს, რაც ღვინოებს განსაკუთრებულ ხასიათს ანიჭებს.” - წერს ლიზა გრანიკი.

გარდა ამისა, ბოლნისის რეგიონში ღვინის წარმოება დაკავშირებულია მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასთან. „ზედაშის“ მონასტრის ბერები, რომლებიც ადრე მხოლოდ საკრალურ ღვინოს აწარმოებდნენ, ახლა, პროფესიული განათლების მიღების შემდეგ, ღვინოებს კომერციული მიზნებისთვისაც ქმნიან: “ეს შერწყმა’ ტრადიციებისა და ახალი ცოდნისა, მათ ღვინოებს სიცოცხლით ავსებს, რაც რეგიონს კიდევ უფრო საინტერესო ადგილად აქცევს ქართული ღვინის სამყაროში.” სტატიას გაეცნობით World of Wine-ის გვერდზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.