Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ძროხის ხორცის მედალიონები კრეოლურად

საჭირო მასალა: 500 გ ძროხის ფილე, 1 კგ ანანასი, 1 მანგო, 3 ს.კ. ზეთი, 3 ს.კ. ლიმონის წვენი, 1 კბილი ნიორი, 1/4 ლიმონის წვენი, 150 მლ ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი,  მსხვილად დაფქული პილპილი, მარილი გემოვნებით.გარნირი - ბრინჯი 

მომზადება: დავჭრათ ხორცი 1-1.5 სმ სისქის მედალიონებად. ავურიოთ ერთმანეთში რაფინირებული ზეთი, ლიმონის წვენი, პილპილი, ნიორი და ამ მარინადში რამდენიმე საათით ჩავდოთ დაჭრილი ხორცი. ანანასი და მანგო გავასუფთავოთ და დავჭრათ. ფორთოხლის წვენი ვადუღოთ 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ შიგ ჩავაწყოთ დაჭრილი ხილი. ხორცის მედალიონები ამოვიღოთ მარინადიდან, მარილი მოვაყაროთ და ზეთში ორივე მხრიდან შევწვათ, შევამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით, შემდეგ გავახვიოთ ფოლგაში და 15 წუთი გავაჩეროთ. მდუღარე მარილწყალში მოვხარშოთ ბრინჯი და გადავწუროთ. თეფში შევათბოთ, ზედ დავაწყოთ ფორთოხლის წვენში ჩაწყობილი ხილი, გვერდით მოვუწყოთ ხორცის მედალიონები, იქვე მოვათავსოთ მოხარშული ბრინჯიც. შეგვიძლია მოვრთოთ დაფხვნილი ფსტით ან სხვა თხილეულით.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული