Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ნაყინის მცირე გზამკვლევი

ბელა ჩეკურიშვილი

სხვადასხვა არომატებთან თუ ხილთან ერთად ათქვეფილი და შემდეგ გაყინული რძე, ნაღები, კარაქი და შაქარი უდრის ნაყინს, ანუ იგივე ბედნიერებას, რომელიც გაზაფხულის დადგომისთანავე იწყება და გვიან შემოდგომამდე გრძელდება. ნაყინი ყველაზე ეფექტური სასუსნავია, რომელიც ერთნაირად ახალისებს ხილისა და კანფეტის მოყვარულსაც და შოკოლადისა და კრემების გურმანსაც. და ეს გამაგრილებელი ბედნიერება, ამავე დროს, მშობლებისათვის საუკეთესო საშუალებაა ურჩი შვილების დასასჯელად, ანდა სურვილზე დასაყოლიებლად...

დღეს საქართველოში 200-ზე მეტი დასახელების ნაყინი იწარმოება, როგროც დედაქალაქის, ისე რეგიონალურ ქარხნებში.

თბილისური ბრენდების “თოლიას”, “იოლის”, “ნიკორას”, “სელას”, “ლიდერის” ქარხნების გარდა, ნაყინს აწარმოებს თელავის, გურჯაანის, ხაშურის, კასპის, გორის, ზესტაფონის, ქუთაისის, სამტრედიის, თერჯოლის, სენაკის, აბაშის, ზუგდიდის, ქობულეთის და ბათუმის ნაყინის ქარხნები, საიდანაც ძირითადად მარაგდება ადგილობრივი ბაზარი, თუმცა ბევრი მათგანის გემო არც თბილისელი მომხმარებლისათვის არის უცხო.

ნაყინის ფასს მისი შემადგენლობა და მოცულობა განსაზღვრავს. საქართველოში ამ პროდუქტის ფასი 35 თეთრიდან იწყება და 7-8 ლარამდე ადის (ე.წ. ნაყინის ტორტები ცალკე თემაა). ამასთან, რეგიონებში მოთხოვნა უფრო იაფფასიან ნაყინებზეა, დედაქალაქში კი ყველა პროდუქტს ჰყავს თავისი მომხმარებელი.

იმის მიხედვით, ნაყინის მიმართ ვის რა მოთხოვნილება გვაქვს, შეგვიძლია ნებისმირი ფანტაზია დავიკმაყოფილოთ. ბაზარი უშურველად გვთავაზობს არჩევანს. ზოგიერთმა კომპანიამ, როგორიცაა მაგალითად, “იოლი”, სოლიდურობისათვის ISO-ს ხარისხის სტანდარტიც დანერგა და შესაბამის ტექნოლოგიაზე განაცხადა პრეტენზია.

“იოლი” 50 დასახელების ნაყინსაწარმოებს. მის პროდუქციაში შედის სხვადასხვა კალორიულობის, გემოსა და არომატის 7 დასახელების ჭიქის პლომბირი, 10 დასახელების ესკიმო, დუეტი, კორნეტო, ასევე ასაწონი პლომბირები და ტორტები. პლომბირები ნახევარკილოგრამიანი დაფასოებით იყიდება. პლომბირი სერიით “ექსკლუზივი” კაპუჩინოს, ხილისა და შოკოლადის არომატებს გვთავაზობს. ტორტები თხილითაა გაფორმებული. “პანდას” სერიის ჭიქის ნაყინები სხვადახსვა ჯემებით და კარამელის შენარევებით გვახალისებს, ხოლო “პანდა” კრემ- ბრიულე შედედებული რძით კიდევ ერთ განსხვავებულ გემოს ქმნის. “იოლის” ნაყინით გაგრილება დიაბეტით დაავადებულებსაც შეუძლიათ, ამისათვის კომპანია ესკიმოს სპეციალურ ხაზს აწარმოებს. იოლის სეზონის მთავარი სიახლე ღვინის ნაყინია, რომელიც პირველად გაკეთდა საქართველოში. ეს პიკანტური დესერტი თეთრ და წითელ ღვინოზე მზადდება და 2 გრადუს ალკოჰოლსაც შეიცავს. როგორც ამბობენ, განსაკურებით გემრიელია ზაფხულის პაპანაქება სიცხისას. მართალია, ასეთი სიცხე ჯერ არ დამდგარა, მაგრამ თბილისური ხვატის წარმოდგენა არავის გაგიჭირდებათ...

ე.წ. საოჯახო ნაყინების მომხმარებელი ასევე შეეჩვია “ნიკორას” ნაყინებს, რომელიც თავიდან 450 გრამიან შეფუთვაში გამოდიოდა, შემდეგ კი “ნიკორამ” ნაყინს თანამედროვე ქართული ზღაპრის გმირის სახელი, “პალომა” უწოდა და დღეს 2 სახით იწარმოება: რბილი, ანუ ჩამოსახმელი და პლომბირი, ანუ, საოჯახო. იტალიური ტექნოლოგიით დამზადებული პლომბირი ოთხნაირი გემოთია: შოკოლადის, ვანილის, მარწყვის და ყავის. “ნიკორას” საფირმო ქსელში ასევე შესაძლებელია 3 სახეობის რბილი ნაყინის შეძენა: შოკოლადის, ვანილის და შერეული (შოკოლადი- ვანილით). “პალომა” ნატურალულ კარაქზე და შესქელებულ რძეზე მზადდება და მაღალხარისხიანი პროდუქტია, თუმცა კი., ხელმისაწვდომ ფასად იყიდება.

თბილისში დიდი პოპულარობით სარგებლობს “ჩამოსახმელი” ნაყინები, რომელიც ბავშვებისა და ახალგაზრდა თაობის მომხმარებელზეა გათვლილი. ამ მხრივ განსაკურებული წარმატება “თოლიას სამყაროს” აქვს, რომელიც 60 თეთრი ღირს და ჩვენს დედაქალაქში 12 ობიექტზე იყიდება. გარდა ამისა, “თოლიას” სავაჭრო ნიშნის ქვეშ ინდმეწარმეებიც ამზადებენ ჩამოსასხმელ ნაყინს, რაშიც “თოლიას” ნედლეულს ხმარობენ.

როგორც აგვიხსნეს, ჩამოსასხმელი, ანუ რბილი ნაყინი იმიტომაა ჩვეულებრივ ნაყინზე გემრიელი, რომ მისგან განსხავავებით 20-25 გადუსზე კი არ ყინავენ, არამდე 5-6-ზე და აქედან გამომდინარე, გემოს აღქმა უფრო ადვილად ხდება, ამიტომაც ჩამოსასხმელი ნაყინი კიდევ უფრო გვეგემრიელება...

გარდა ჩამოსასხმელისა, “თოლიას” 46 დასახელების ნაყინი გამოაქვს ქართულ ბაზარზე. “თოლიასია” ლოლო, ესკიმოსი, სენდვიჩი, “სტაკანჩიკი”, ვანილის, შოკოლადის, მარწყვის, კარამელის, მოცხარისა და მარწყვისჯემიანი საოჯახო ნაყინები. “თოლიას” სეზონის სიახლეა საოჯახო ნაყინების 2 ათას მილიგრამიანი დაფასოება.

“თოლიას” გარდა შპს “ქართუ- უნივერსალის” კიდევ ერთი სავაჭრო ნიშანია “კამპარა” 29 დასახელების ნაყინით: “ხილის ყინული”, “ტორნადო”, “ნუვო”, ჯემიანი ესკიმოები, სენდვიჩი - “ჯენო”, კორნეტო – “ალბინა”, ესკიმო -”ამადეუსი” და “ამადეუსის” სერიის მთელი წყება საოჯახო ნაყინები...

ქართულ ბაზარზე ყველაზე ძველი ნაყინის მწარმოებელია “სელა”, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან არსებობს და მას მე-4 მაცივარი ერქვა.

რჩევა ნაყინის მოყვარულებს:

ნაყინი, როგორც წესი, ქუჩაში იყიდება და ქუჩაშივე იჭმება, მაგრამ მაინცდამაინც სასურველი არაა ლოკვა- ლოკვით ტანსაცმლის ბუტიკში, ანდა წიგნების მაღაზიაში შეისეირნოთ, ანდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ახვიდეთ. განსაკუთრებით საშიში ესკიმოებია, რომლითაც ყველაზე ადვილია დასვრა. მოკბეჩის დროს შოკოლადის მინანქრის ნატეხები დნება, ან კიდევ უფრო უარესი, არათანაბრად ჭამისას ნაყინის მოზრდილი ნაჭერი შეიძლება სულაც მოსძვრეს ჯოხს და ტანსაცმელზე დაგეცეთ. ამიტომ ესკიმოს ჭამისას სჯობს, ქაღალდი არ გადააგდოთ და ისე მოახერხოთ, რომ დამდნარი მასა იქ ჩამოიღვენთოს და არა თქვენს თითებზე.

© ბელა ჩეკურიშვილი/vinoge.com



გამაგებინეთ რატომ არ აქვს ის ნაზი გემო ჩვენთან წარმოებულ ნაყინს, რაც აქვს საზღვარგარეთ? თვალდახუჭული გავარჩევ ჩვენს ნაყინს შემოტანილისგან! მართლა სერიოზულად მაინტეტრესებს რა არის ამის მიზეზი? ასევე რატომ არაა ისეთი გემრიელი და ნაზი შოკოლადი, რომელშიც ამოვლებულია ჩვენთან წარმოებული ნაყინი? დავიჯერო ჩვენებს პირის გემო არ აქვთ და იმიტომ არ აკეთებენ, თუ უბრალოდ ტექნოლოგია არ უვარგათ, რეცეპტი ან მასალა არ აქვთ ხარისხიანი? რატომ არის ასეთი აშკარა სხვაობა ხალხო და როდემდე უნდა ვჭამოთ ნაყინის სუროგატი ან დაბალხარისხიანი ნაყინი? მეც მინდა იტალიური ნაყინის გემო ქართული წარმოების ნაყინში! მინდა ვიამაყო ჩემს იტალიელ, ფრანგ და თუნდაც თურქ მეგობრებთან, რომ ჩვენთანაც არანაკლები გემრიელი ნაყინი მზადდება! ესეც ხომ ფერარის წარმოება არაა ხალხო! ნაყინია ბოლოს და ბოლოს! რაღაცაში ხომ უნდა ვივარგოთ?! აკი პირის გემო გვაქვს ქართველებსო? ნიჭი და შნო სადაა, საკვები მაინც რომ შევქმნათ კონკურენტული?!!!


Luca Polare ლესელიძეზე და მრგვალ ბაღთან. ქართული ნაყინია, ქართულ–გერმანული წყვილის ბიზნესია, იტალიური ტექნოლოგიით ამზადებენ საქართველოში. უგემრიელესი და არანაკლები იტალიურზე, მითუმეტეს საქართველოს ბაზარზე :)))


შემთხვევით გადავაწყდი ამ თემას და გვერდს. Luca Polare მართლაც უგემრიელესია. ბევრი უცხოელისგან გამიგია, რომ ევროპულზე უკეთესი ნაყინია. მე და ჩემი მეგობრებიც ასე ვფიქრობთ.ძალიან მომწონს ის რომ უგემრიელესი სამარხვო ნაყინები აქვთ და ფართო არჩევანი! გასინჯეთ, არ ინანებთ! :)


ლუკა პოლარე არის ჯელატოს პროვოკაცია, მაგრამ საქართველოში არსებულ სხვა ფხვნილებზე დამზადებულს მაინც ჯობია. xilis ნაყინებში ხელოვნური დამატკბობელის გემო ძალიან იგრძნობა. თან ისეთი ფაქტურა აქვს, ეტყობა, რომ ემულგატორებით არის დატენილი. სტრაჩატელას და ამარენას ვჭამ ხოლმე ზოგჯერ. ამარენაში მთელ მთელი ალუბლები მომწონს. თვითონ ნაყინი დიდი არაფერი.


mogesalmebit, martlac gemrieli nayini gaqvt da fasic misaghebia, magram samcuxarod rac sheexeba momsaxurebas, ar aris satanado doneze. dges leselidzis filialshi dzalian cinikurad da uxeshad momemsaxurnen da chemtvis sruliad gaugebari darcha amis mizezi, mas shemdeg rac me gamovtqvi chemi ukmayofileba da vutxari rom sasurvelia klients meti tavazianobit moemsaxurottqo, pasuxad isic ki mitxres rom shegidzliat saertod ar mobrdzandet chventan tu ar mogconto. zemoaghnishnulidan gamomdinare, albat sasurveli da sasargeblo iqneba tqveni kompaniisatvis tu tqveni firma gaitvaliswinebs chems shenishvnas da ufro metad izrunebs marketingisa da kerdzod ki momsaxurebis gaumjobesebaze. pativiscemit, Giorgi


გიორგი, რომელ სანაყინეზე საუბრობთ?



xom ar icit Gelato-s recepti da ra danadgari amzadebs am fantastiur nayins ? nebismieri informacia chemtvis sachiroa.


dalian gtxovt obieqtze minda tolias chamosasxmeli nakinis dsdgma da vis unda mivmarto obiekti mdebareobs tbilisshi tavartkiladis universitetis win gtxovt momcet t nomeri da misamarti


კონკრეტულად სად? არაგველებზე თუ ლოტკინზე?


vis rogor, me Cveni gurjaani msolfios yvela nayins mirCevnia da tan rogor, zaan zvirian naqins sul ar vcham aq, holandiashi! ar megemriebea! gurjaanze karggi naqini me arsad michamis arc ert mqveyanashi!


Raton ggoniat,rom sazgvargaret uketesia da uketesad mzaddeba kvelaferi..aqacaa cudi,kargi sauketeso da saqartvelishic...magalitad,italiashi vimkofebi,gasinjuli maqvs mravsli szxeobis nakini,Mara ver vitkvi,chven nakins jobia...magalitad avigot ubralod vanilis nakini,chventan uketesia,vidre aq...danarchens AR chamovtvli,radgan gdmovnebis sakitxia...ubralod sadac AR vart,IQ kvelaferi uketesi gvginia...mec ase megonz,Mara shexeduleba shemecvsla,radgan t iron agmovchndi faqtis cinashe..chventan kvelaferi gacilebit sauketesoa,vidre aq..aq ubralid ufro meti saxeobisaa kvelaferi... :(


Chveni,saqartvelos nakini jobiaaaaaa.....neta axla gurjaanis nakini machzma..vzivar axla,italiur nakins mivirtmev da chvens nakinze vfiqrob,rom neta saqartvelis nakins vchamde...martla...


ნაყინი იმდენად მიყვარს, რომ საქართველოში წარმოებულ ნაყინებს დავტოვებ უკომენტაროდ და ვიტყვი "ძალიან კარგია". მაგრამ მე სულ სხვა რამ მინდა, იქნებ ვინმემ მირჩიოს როგორ გავხსნა სამაროჟნე, ვის , რომელ ფირმას დაუკავშირდე ,რომ მათ მომაწოდონ თავიაანთი პროდუქტი??? კაფის ადგილი და შენობა მაქვს, მჭორდება მხოლოდ სპეც–მოწყობილობა ჩამოსასხმელი მაროჟნისათვის და დახლ–მაცივრები. ხომ არ იცით მაროჟნის მწარმოებელი ქარხნები თუ იძლევიან არენდით??? თუ ვინმემ იცით გთხოვთ დამეხმაროთ.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული