Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თევზი ოსპით

საჭირო მასალა: 1 თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი, 1 ჩ.კ. ხმელი ბეგქონდარა და თავშავა, 200 გ ახალი თევზის ფილე, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 300 მლ პამიდვრის წვენი, 200 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 1 პატარა პრასი, 1 ცალი დაფნის ფოთოლი, 100 გ წითელი ოსპი, 1 ს.კ. ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: თევზი საშუალო ზომის ნაჭრებად დავჭრათ. ნიორი და ხახვი წვრილად დავკეპოთ. ნახევარ ხახვსა და ნიორს შევურიოთ 1 ს.კ. ზეთი, თავშავა, ბეგქონდარა, ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი. ეს ნაზავი მოვასხათ თევზის ნაჭრებს და 30 წუთით გავაჩეროთ. ამასობაში რგოლებად დავჭრათ პრასი. დარჩენილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში, დავასხათ პამიდვრის წვენი და ბოსტნეულის ბულიონი, შემდეგ ოსპი, დაფნის ფოთოლი და პრასი დავუმატოთ. 10 წუთი ვხარშოთ. როცა წამოდუღდება, ამოვიღოთ დაფნის ფოთოლი, წვნიანში კი მოვათავსოთ დამარინადებული თევზი და 5-10 წუთი კიდევ ვხარშოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული