Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვკითხულობთ ეტიკეტს – იტალია/აშშ

იტალია
ღვინის სახელწოდება
უამრავი იტალიური ღვინო ატარებს ადგილწარმოშობის სახელწოდებას (მაგ, Barolo, Chianti, Soave), მაგრამ ხანდახან ღვინის დასახელებაში ყურძნის ჯიშიც ფიგურირებს. ამ შემთხვევაში ადგილის სახელს ყურძნის ჯიშის შემდეგ მიუთითებენ. მაგალითად, Barbera d’Alba აღნიშნავს "ბარბერას, რომელიც ალბაშია მოყვანილი." იტალიურ ღვინოთა ზოგიერთი სახელწოდება უჩვეულოა. მაგალითად, ღვინოებს მონტალჩინოდან ან მონტეპულჩანოდან, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ელიტურად, კეთილშობილად ითვლება, "კეთილშობილის" დამსახურებული წოდება მიენიჭა. აქედან მოდის Vino di
Montepulciano ან di Montalchino - მონტეპულჩანოს, ან, შესაბამისად, მონტალჩინოს კეთილშობილი ღვინოები.
 
ვინტაჟი
ვინტაჟის თარიღი აღნიშნავს, რომ პროდუქტი შეიცავს მითითებული წლის მოსავლის ღვინის არანაკლებ 85%-ს. სიტყვები annata (წელი) ან vendemmia (მოსავალი) ხშირად წინ უძღვის ვინტაჟის თარიღს ან მოსდევს მას.  
 
Denominazione di Origine Controllata (DOC)
დღესდღეობით იტალიაში არსებობს 250-ზე მეტი მწარმოებელი, რომელიც წარმოშობის მიხედვით კონტროლირებადი დასახელების ღვინოს ამზადებს. მაგრამ იმდენად, რამდენადაც ზოგიერთი მათგანი ერთბაშად რამდენიმე (12-მდე) სხვადასხვაგვარ DOC ღვინოს აწარმოებს, მათი საერთო ჩამონათვალი 600-ს აღწევს. კარგი ღვინოების წილი ამ სიაში მუდმივად იზრდება, თუმცა ბევრია  შედარებით დაბალი ხარისხის სასმელიც.  
Denominazione di Origine Controllata e Garantia (DOCG) - უმაღლესი კატეგორიაა, რომლითაც შეიძლება იმსჯელო ღვინის ხარისხზე. Vino de Tavola (VdT) - პირიქით, ფორმალურად ყველაზე დაბალ კატეგორიად ითვლება, რომელშიც შედის როგორც იაფ იტალიურ ღვინოთა უმეტესობა, ასევე შესანიშნავი ღვინოების გარკვეული ნაწილიც.
 
Classico
მსგავსი აღნიშვნა ეტიკეტზე მიუთითებს, რომ ღვინო DOC საუკეთესო მიწებზე განლაგებული ვენახებიდანაა დამზადებული.
 
სად/ვის მიერაა ჩამოსხმული?
 
Imbottigliato all’origine da, messo in bottiglia nell’origine ან del produttore all’origine - ეს ყველაფერი ნიშნავს - "ჩამოსხმულია მამულში."
 
აშშ
ვინტაჟი
ვინტაჟის წელი ეტიკეტზე აღნიშნავს, რომ პროდუქტი შეიცავს მითითებული წლის მოსავლის ღვინის არანაკლებ 95%-ს. 1970-იანი წლების დასაწყისამდე ეს ციფრი 100%-ით განისაზღვრებოდა, თუმცა მეღვინეებმა, განსაკუთრებით იმათ, ვინც მუხის პატარა კასრებში დაძველებულ მაღალი ხარისხის ღვინოს აწარმოებს, ითხოვეს, რომ გარკვეული ოდენობით სხვა ღვინოც დაემატებინათ. მათი თხოვნა დაკმაყოფილდა.
ვაზის ჯიში
ღვინო უნდა შეიცავდეს მითითებული ყურძნის ჯიშის არანაკლებ 75%-ს (ორეგონში - 90%-ს).
 
მწარმოებელი
მწარმოებლის დასახელებაში ჩვეულებრივ ჩართულია სიტყვა Vineyard ან Winery. მწარმოებლის მისამართს აუცილებლად აღნიშნავენ ეტიკეტის ბოლოში.
 
აპელასიონი
აშშ-ში აპელასიონის სისტემა ბოლო წლებში ყალიბდება. ღვინის ეტიკეტზე მითითებული კონკრეტული ადგილის დასახელება სულაც არ ნიშნავს "ოფიციალურად მხარდაჭერილი მევენახეობის ტერიტორიას". მაშინ, როდესაც ფირმა Beringer აპელასიონის რანგში ეტიკეტზე კორექტულად მიუთითებს ნაპას ველს, მის მეზობლებს შეუძლიათ იქვე დააწერონ - "კალიფორნია," ანდა, ქალაქის, სოფლის და ა.შ. სახელი. მომხმარებლისთვის გაცილებით მოხერხებული იქნებოდა, იმ ადგილთა დასახელებას, რომლებიც ოფიციალურ კლასიფიკაციაში არ შედის, მოსდევდეს განმარტება - "ოლქის სახელწოდება." ამას გარდა, საექსპორტო ღვინოებისთვის უფრო სწორი იქნებოდა ტერმინ "შტატის აპელასიონის" - გამოყენება იქ, სადაც ეს ფორმალურად შესაძლებელია. მაშინ, როცა ავტორიტეტული ამერიკელი მწარმოებლები ეტიკეტის გაფორმებისას მაქსიმალური სიცხადის შეტანას ცდილობენ, ნაკლებად ცნობილები ოფიციალური სტანდარტების არარსებობით სარგებლობენ.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.