Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის კომპანიები ახალი ღვინის ფესტივალი 2018–ზე, მონაწილეობის პირობები

საქართველოს ღვინის კლუბი 2018 წლის 12 მაისს რიგით მეცხრე ახალი ღვინის ფესტივალს ჩაატარებს. ახალი ღვინის ფესტივალი 2018-ის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ქ. თბილისის მერია. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს "მარანი" (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი, რადიო უცნობი. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

ახალი ღვინის ფესტივალი წლების მანძილზე უკვე ნამდვილ სახალხო დღესასწაულად ჩამოყალიბდა, რომლის მთავარი მიზანიც ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა. 2010 წლიდან დაწყებული, ყოველ წელს ფესტივალის მასშტაბი იზრდება, ახალ-ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები გამოდიან ასპარეზზე და გვაცნობენ თავიანთ მოსავალს, ნაშრომს. 2017 წელს ფესტივალზე შეკრებილი იყო დიდი, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ასოციაციები და სახელმწიფო ორგანიზაციები - სულ 200-ზე მეტი სუბიექტი.

ახალი ღვინის ფესტივალს ღვინის მწარმოებლების გარდა მოუთმენლად ელიან ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულები. რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ჩანიშნული აქვთ ახალი ღვინის ფესტივალის თარიღი (მაისის მეორე შაბათი) და ემზადებიან ქართულ ღვინოებთან შესახვედრად.

ქართული ღვინის ყველა ქომაგს წლევანდელი ახალი ღვინის ფესტივალი კვლავ მთაწმინდის პარკში ელის. 12 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინის დიდი კომპანიები, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ოჯახური მარნები ფესტივალის სტუმრებს დაახვედრებენ ბოლო მოსავლის (2017 წლის) საუკეთესო ღვინოებს.

ახალი ღვინის ფესტივალის ხიბლი სწორედ მრავალფეროვნება და ახალი გემოების აღმოჩენაა, თან უშუალოდ ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრისას უფრო მეტის გაგება შეგვიძლია იმ ღვინის შესახებ, რომელსაც დავაგემოვნებთ და მოგვეწონება.

ახალი ღვინის ფესტივალი 2018 დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.

ფესტივალის კარი ყველა სტუმრისთვის ღიაა. ფესტივალზე ისიამოვნებთ კარგი მუსიკით, იქნება სახალისო პროგრამა, გათამაშდება საუკეთესო ღვინით სავსე სასაჩუქრე კასრები და სხვა.

ფესტივალში მონაწილეობის პირობები ღვინის კომპანიებისთვის:

ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა ღვინის კომპანიამ, რეგისტრაცია უნდა გაიაროს არა უგვიანეს 2018 წლის 3 აპრილისა.

რეგისტრაციისთვის საჭიროა: 27 თებერვლიდან - 3 აპრილამდე, ღვინის კლუბის ელექტრონულ ფოსტაზე (info@wineclub.ge) გამოაგზავნოთ შევსებული ანკეტა, რომლის საფუძველზეც, გაფორმდება ხელშეკრულება. ანკეტა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქედან.

იჩქარეთ! ადგილების შევსებისთანავე რეგისტრაცია დასრულდება.

ფესტივალში მონაწილეობის პირობები საოჯახო მარნებისთვის იხ. აქ.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული