Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინოების დეგუსტაცია კახეთში - active travel experiences

ჯოისი და ტომი ამერიკელი მოგზაურები არიან, რომლებიც უკვე წლებია მოგზაურობენ და სხვადასხვა ქვეყნის კულტურას ეცნობიან, უკვე 110-ზე მეტი ქვეყანა შემოიარეს: “ჩვენი მისია უნიკალური ადგილებისა და კულტურის ძიებაა, საინტერესო თავგადასავლების, ხელოვნების, ისტორიის შესწავლა. ღვინის განსაკუთრებული სიყვარული გვაქვს და სწორედ ამიტომ სხვადასხვა ღვინის რეგიონს ვიკვლევთ, ვათვალიერებთ და მის შესახებ უფრო მეტს ვსწავლობთ” - ვკითხულობთ active travel experience-ზე. 

საქართველოში ჩამოსვლისას მოგზაურებმა მანქანა დაიქირავეს და კახეთის ღვინის რეგიონის დასათვალიერებლად გაეშურნენ. როგორც ჩანს იქამდე, სანამ საქართველოს ესტუმრებოდნენ, სან ფრანცისკოში Wine Industry Trade Tasting-ზე ქართული ღვინოები და კერძები გასინჯეს, შემდეგ კი ქვეყნის კულტურის უფრო უკეთ და ახლოს გასაცნობად საქართველოში სტუმრობა გადაწყვიტეს: “გვსურდა ამ 8000 წლოვანი ისტორიის შესახებ უფრო მეტი გაგვეგო და ქართული ღვინოები უკეთესად შეგვესწავლა. საერთო ჯამში, ბევრი რამ გავიგეთ და ქართულ ღვინოებსაც უკეთ გავეცანით.” - ვკითხულობთ საიტზე. ავტორისთვის განსაკუთრებით კარგი გამოცდილება “ორგო-ში” და “შუხმანში” სტუმრობა აღმოჩნდა. 

ორგოში” 12 წლის წინ დაიწყეს ღვინის კომერციული წარმოება, მათი ღვინის 65% თეთრია, 30% - წითელ, დანარჩენი კი ვარდისფერი და ცქრიალა ღვინოები, რომნლებსაც პინო ნუარისგან, შარდონესა და საფერავისგან აწარმოებენ. მარანში 4 ღვინო დააჭაშნიკეს:

ქისი, “ორგო”, 2021 - “გამოირჩევა ძალაინ მდიდარი არომატებით, ანანასის სურნელით, მიწის ნოტებითა და ხავერდოვნებით”

Cuvee, ორგო, 2021 (50% ქისი, 25% მწვანე, 25% რქაწითელი) - დადუღებული და დავარგებულია უჟანგავი ფოლადის ავზში, რამაც მას მეტი სიმკვეთრე და მწვანე ვაშლის არომატები მისცა.

საფერავი, “ორგო”, 2021 წელი - ღვინო საშუალოდ სხეულიანია, იგრძნობთ ალუბლის არომატებსა და გრძელ, სასიამოვნო დაბოლოებას: “ეს ღვინო ძალიან მოგვეწონა, განსაკუთრებით მოგვხიბლა მისმა კომპლექსურობამ” - ვკითხულობთ სტატიაში.

შუხმან ვაინსი” ღვინის მოყვარულების რჩეული მეღვინეობა აღმოჩნდა. აქ ღვინოს 2010 წლიდან აწარმოებენ, თუმცა წლიური წარმოება ძალიან სწარაფად გაიზარდა 1,5 მლნ. ბოთლამდე. ღვინოებთან ერთად პურისა და სხვადასხვა სოუსის დაფებიც გასინჯეს, განსაკუთრებით მოეწონათ მზესუმზირის ზეთის, შოთის პურისა და ქართული პესტოს კომბინაცია. დააჭაშნიკეს 4 თეთრი და 4 წითელი ღვინო:
რქაწითელი, “შუხმან ვაინსი", 2021 - გამოირჩევა სიმსუბუქით, “სიხალასითა” და ვაშლისა და მსხლის არომატებით.

წინანდალი, 2021 - ხასიათდება ატმისა და ციტრუსის არომატებით.

ვინოტერა ქისი, 2020 - უფრო რბილი, მრგვალი არომატებითაა გამორჩეული, კომპლექსური ღვინოა, მასში იგრძნობთ ჩირისა და ნუშის ნოტება.

წითლებში კი გასინჯეს 2021 წლის საფერავი, რომელიც საშუალო სხეულითა და ტანინებით ხასიათდება.

2020 წლის მუკუზანი კი ფრანგულ მუხაში 6 თვე იყო, შემდეგ კი უჟანგავი ფოლადის ავზში დავარგდა. საბოლოოდ ღვინოს აქვს მაღალი ტანინების დონე და მუქი წითელი ხილის არომატი.

დასასრულს კი 2019 წლის ვინოტერა ქისი დააჭაშნიკეს. როგორც ვებგვერდზე ვკითხულობთ, მოგზაურების განსაკუთრებული ღვინო 2019 წლის ვინოტერას საფერავი იყო. გასინჯეს ასევე სხვადასხვა ქართული კერძიც, რომელთაგანც ყველაზე მეტად აფხაზურა მოეწნათ მაყვლის სოუსითა და სოკოს წვნიანი ნაღებთან ერთად.

ჯოისი და ტომი ესტუმრნენ “შალაურის მარნებსა” და “წინანდლის მამულს”, საიდანაც, როგორც სტატიაში აღნიშნავენ, არც ისე კმაყოფილნი დაბრუნდნენ უკან. სტატიას უფრო დეტალურად active travel experiences-ზე გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული