Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შოკოლადის ვისკი

კომპანია Kings County Distillery-მ ვისკის ლიმიტირებული სერია წარმოადგინა, რომელსაც შოკოლადის გემო აქვს. სასმელი ცნობილი ვისკის Kings County-სგან მზადდება, ორიგინალური არომატი კი კაკაველას - კაკაოს ნაყოფის ქერქის დამატებით ეძლევა. კაკაოს პროდუქტით ფირმას ბრუკლინური კომპანია Mast Brothers Chocolate ამარაგებს, რომელიც ხელნაკეთი შოკოლადის დამზადებითაა ცნობილი. შოკოლადის ვისკი უნიკალური, მდიდარი, სრულფასოვანი გემოთი გამოირჩევა, რომელშიც ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის სიმინდისა და შოკოლადის ტკბილ-მწარე ნოტები. ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ამ ვისკის 200-მლ-იანი ბოთლის ყიდვა 24.99 დოლარად არის შესაძლებელი. ორიოდ სიტყვა თავად მწარმოებელზეც ვთქვათ –Kings County Distilleryნიუ-იორკის უძველესი და, ამასთან, პირველი ვისკის სახდელია, რომელიც მშრალი კანონის გაუქმების შემდეგ გაიხსნა. ვისკის სახდელი პროდუქციის წარმოებისთვის მარცვლეულის ადგილობრივ კულტურებს და ტრადიციულ ტექნოლოგიას იყენებს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.