Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საფერავი Rosé, თელავის მარანი, 2009


11.80 ლარი
2009 წლის «თელავური» როზეს სტილი საგრძნობლად შეიცვალა. გარდა ბოთლის დიზაინის ცვლილებისა და ახალი ხრახნიანი თავსახურისა, მთავარი სიახლე ის გახლავთ, რომ ღვინო შედარებით მუქი ვარდისფერი დადგა, წინამორბედებთან შედარებით. სასიამოვნო, მკრთალი ჟოლოსფერია, ძალიან კარგი გარეგნობის. ყურძენი ამ ღვინისთვის კვლავინდებურად კონდოლის ვენახებიდან შეარჩიეს, ხასიათდება ალიბუხარი ქლიავის, წითელი მოცხარისა და ვაშლატამას ტონებით. ძნელია ამაზე უკეთესი საზაფხულო ღვინო იპოვოთ. კარგად ჩაციებული მიირთვით, მისაყოლებლად კი ბევრი რამ გამოდგება, მსუბუქი სალათებით და ახალი ყველებით დაწყებული, ხილით დამთავრებული.
© ღვინის კლუბი/Weekend



რამდენად შენარჩუნებული აქვს ჯიშური არომატები და ტექნოლოგიური პროცესი თუ შეიცვალა? მიზეზი რა არის მუქი ფერის? პოლიფენელური ნაერთებიდან ანტოციანების რა ჯგუფი დარჩა ღვინოში,


ამ კითხვების ნაწილი თავად მწარმოებელთან შეგიძლიათ დააზუსტოთ, ნაწილი კი ლაბორატორიული კვლევით.



მადლობა რჩევისთვის.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.