Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ევროკავშირი მაფიოზთა ვენახებს აქტიურად დააფინანსებს

ევროკავშირი და იტალია აქტიურად აფინანსებენ იმ მიწების, ძირითადად ვენახების განვითარების პროექტებს, რომლებიც იტალიური მაფიის ბოსებს ჩამოართვეს. ამ მიზნით სიცილიის, კალაბრიის, აპულიისა და იტალიის სხვა რეგიონების ტერიტორიაზე, საერთო ჯამში, ერთ მილიარდ ევროზე მეტი დაიხარჯა. პროექტი ხორციელდება მიწის იმ ნაკვეთებზე, რომლებიც თავის დროზე ისეთ ცნობილ სიცილიელ მაფიოზებს ეკუთვნოდათ, როგორებიც იყვნენ მიკელე გრეკო, მეტსახელად “პაპი” და სალვატორე რიინა, მეტსახელად “ტოტო”. გრეკო გარდაიცვალა, ხოლო ტოტოს კი უკვე მერამდენე წელია, სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. მხოლოდ 1996 წელს გახდა შესაძლებელი, ბანდიტების ქონება კანონიერად გამოეყენებინათ ხალხის კეთილდღეობისთვის - მაფიოზთა კუთვნილი უძრავი ქონება, დაახლოებით 4500 ობიექტი, სხვადასხვა კოოპერატივებს გადაეცა. 2001წელს პალერმოდან 60 კილომეტრში მდებარე სოფელ კორლეონეში, კონფისცირებულ ვენახებში დაიწყეს ეგრეთ წოდებული ანტიმაფიოზური ღვინის წარმოება. კერძოდ, ჩამოისხა თეთრი ღვინო Tempio del Monte Jato, რომლის ეტიკეტზეც აღნიშნული იყო, რომ ღვინო დამზადებულია მაფიოზებისთვის ჩამორთმეული ვენახის ყურძნიდან. ეტიკეტზე ასევე გამოსახული იყო იმ ადამიანის ფოტო, რომელიც პოლიციას მაფიოზთა შესახებ გადასცემდა ინფორმაციას და ამის გამო მაფიოზებმა 1990 წელს მოკლეს. ვერონის ღვინის ბაზრობაზე წარდგენილ იქნა ასევე ვენახCentopassi-ს ღვინო, რომელსაც სახელწოდება ცნობილი ფილმის - I Cento Passi - (“ასი ნაბიჯი”) პატივსაცემად ეწოდა. ფილმი, რომელიც 2000 წელს გამოვიდა ეკრანებზე, მოგვითხრობს ჯუზეპე იმპასტატოს შესახებ. ეს იტალიელი აქტივისტი და ჟურნალისტი სიცილიელმა მაფიოზებმა მათი მხილების გამო მოკლეს. Centopassi-ს ყველა ღვინო მაფიოზთა კონკრეტულ მსხვერპლს ეძღვნება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.