გამოქვეყნებულია: 15 მაისი, 2022 - 18:29
სტილი: ქვევრის ტრადიციული წითელი მშრალი ღვინო, 2 კვირა ჭაჭაზე, 5 თვე ქვევრში, 6 თვე მუხის კასრში დავარგებული.
ადგილი: იმერეთი, თერჯოლა, ალისუბანი
ჯიში: ოცხანური საფერე
ალკოჰოლი: 12%
ფერი: შინდისფერი
სურნელი: ანწლისა და მცენარეულ ტონებთან ერთად კვრინჩხისა და ღოღნაშოს სურნელებსაც ამოიცნობთ.
გემო: ძალზე ახალგაზრდა, ხალისიანი და გამჭოლი ღვინოა, მაღალმჟავიანი და ცინცხალი.
კერძი: ღორის მწვადი, ხბოს მწვადი, შემწვარი ბოსტნეული და ლობიო
მიტანის ტემპერატურა: 16–18°
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თემა:
თქვენი კომენტარი