Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“საფერავი, საუკეთესო წითელი ღვინო საზამთროდ” - forbes

Რაც უფრო აცივდება ხოლმე და დაზამთრდება, ჩვენც უფრო Მეტი სიმყუდროვის შექმნას ვცდილობთ, მოღრუბლული ამინდების მიუხედავად ყოველდღიურობის გახალისება და დღეების “გამდიდრება” გვინდა. Forbes კი საზამთროდ ასეთი განწყობის შესაქმნელად მკითხველს სწორედ საფერავის ღვინოს ურჩევს. 

ღვინის ოსტატი კრისტი კენტერბერის თქმით საფერავი, უძველესი და გამორჩეული ქართული ღვინის ჯიში მისი არაზუსტი წარმომავლობისა და სიძველის გამო მისტიკას და განსაკუთრებულობას იძებს: “თქმით საფერავი, უძველესი და გამორჩეული ქართული ღვინის ჯიში მისი არაზუსტი წარმომავლობისა და სიძველის გამო მისტიკას და განსაკუთრებულობას იძებს: “ჯიში თავისი იშვიათი თვისებებითაა ცნობილი, მუქი წითელი რბილობითა და შთამბეჭდავი არომატებით. სადფერავის ღვინოს მდიდარი გემოს პროფილი აქვს და მას საქართველოში ხორციანი კერძების შესანიშნავ თანამგზავრად აქცევს. გემური თვისებები, არომატები და სხვა მახასიათებლები საფერავს ნამდვილად გამოარჩევს სხვა წითელი ღვინოებისგან განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე კერძებთან შეხამებას ეხება. საფერავი მართლაც საუკეთესო წითელი ღვინოა ზამთარში დასალევად” - აღნიშნავს ელჩი. 

შემდეგ ავტორი ქვევრის ტექნოლოგიაზე წერს, იმასაც აღნიშნავს, თუ როგორ სტრუქტურას სძენს ღვინის დაყენების ეს მეთოდი ღვინოს: “ასე ღვინო უფრო “მკვრივი”, სხეულიანი, გამოხატული ტექსტურისა და მახასიათებლების მატარებელი ხდება ვიდრე კლასიკური, ევროპული სტილის სხვა წითელი ღვინოები” - ვკითხულობთ სტატიაში.

საქართველოს ტერუარები, რომლებიც ქვეყნის ტოპოგრაფიიდან გამომდინარე მრავალფეროვნებით ხასიათდება, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს საფერავის ღვინოებზეც. „საქართველოში ნიადაგები ძალიან განსხვავდება, რადგან ქვეყნის 85% მთიანია და ძალიან ბევრი მდინარეა“, - ამბობს კენტერბერი. მაგალითად, მდინარე ალაზნის მარცხენა ნაპირზე უფრო გრილი კლიმატის გამო იწარმოება უფრო წითელი ხილის არომატებიანი ღვინო, ხოლო მარჯვენა სანაპიროზე საფერავის ღვინოს უფრო მეტად შავი, მწიფე ხილის სურნელი ახასიათებს.კენტერბერი მკითხველს თავის რჩეულ საფერავებს უზიარებს:

მათ შორისაა “ზურაბ წერეთელის მარნის”, “თელედა ორგოს” საფერავი , ასევე “ბარბალეს” მუკუზანი და “თბილღვინოს” ქვევრის საფერავი: ეს ღვინოები, თავიანთი განსხვავებული მახასიათებლებით და მრავალფეროვნებით საქართველოს მდიდარ მეღვინეობას გამოხატავს."

შემდეგ კი იმ კერძებზეც საუბრობს, რომლებსაც საფერავი განსაკუთრებით უხდება. ეს არის ღუმელში შემწვარი ბატკნის ხორცი როზმარინით, ნიორითა და სხვა სუნელებით შეკმაზული. ასევე ტრადიციულ ქართულ ხაჭაპური, მათ შორის კი მცენარეული კერძები, როგორიცაა ოსპის და ბოსტნეულის ჩაშუშული. სტატიას გაეცნობით forbes-ზე. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.