Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბოსტნეულის ტორტი

საჭირო მასალა: 8 კვერცხი, 300 გ ნადუღი, 250 გ დარბილებული ნაღების ყველი, მწიკვი ჯავზი, 1/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი, 500 გ  წვრილ ზოლებად დაჭრილი სტაფილო, 500 გ დაჭრილი სოკო, 1 საშუალო თავი ხახვი, 500 გ ბროკოლი, მარილი, წიწაკა - გემოვნებით.

მომზადება: ბლენდერში გავთქვიფოთ კვერცხი, ნადუღი და ნაღების ყველი. კრემს დავუმატოთ მარილი, წიწაკა და ჯავზი. სტაფილო ზეითუნის ზეთში შევბრაწოთ, გავუწყოთ მარილი, წიწაკა და ნელ ცეცხლზე თავდახურული გავაჩეროთ დასარბილებლად. ხახვი და სოკო 10 წუთის განმავლობაში მოვშუშოთ ზეთში, დავუმატოთ მარილი და წიწაკა. ბროკოლი დავჭრათ, 3-5 წუთის განმავლობაში მარილწყალში გავთუთქოთ და საწურზე გადავიტანოთ. ფორმაში ჩავაწყოთ ჯერ ბროკოლი, შემდეგ ყველის კრემი, შემდეგ სოკო, ისევ კრემი, სტაფილო და გადავუსვათ დარჩენილი კრემი. ცხვება გახურებულ ღუმელში 45 წუთის განმავლობაში.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული