Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კიევზე თავდასხმისას Wine Bureau-ს საწყობი განადგურდა

Wine Bureau უკრაინული კომპანიაა, რომელიც ადგილობრივი ღვინის ბაზრის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია. კომპანიას უკრაინის ალკოჰოლური ღვინის ბაზარზე 40 ქვეყნიდან  4000 სახეობის ღვინო და 1000 სხვა სახის ალკოჰოლური სასმელი შეაქვს. კომპანია უკრაინის ტერიტორიაზე Good Wine და Sabotage Wine მაღაზიებს აერთიანებს.

5 მარტს რუსეთის მხრიდან კიევზე სარაკეტო თავდასხმების შედეგად, კომპანიის დიდი მაღაზია განადგურდა, რისგან მიყენებული ზარალიც 15 000 000 ევროს შეადგენს. Wine Bureau უკრაინის ბაზარზე ნატურალისტი მეღვინეების  წახალისებას და მათი ღვინის პოპულარიზაციას ცდილობს. ამასთან დაკავშირებით, ისინი ქართველ ნატურალისტ მეღვინეებთან თანამშრომლობენ.

ნატურალისტი მეღვინე იაგო ბიტარიშვილი Wine Bureau-თან თანამშრომლობის შესახებ ამბობს, რომ ეს ორივე მხარისთვის ძალიან ნაყოფიერი იყო. მათ ქართველ მეღვინეებთან ურთიერთობა, საკუთარი ინიციატივით, 2013 წელს დაიწყეს. საქართველოში ღვინის ფესტივალებს ესწრებოდნენ, სადაც ქართული ღვინო უკეთესად გაიცნეს. აქედან დაიწყო მათი ურთიერთობა ფრანგ ნატურალისტ მეღვინეებთან. ამ ყველაფრის შედეგად კი როგორს საქართველოდან, ისე ევროპის სხვა სახელმწიფოებიდან ბუნებრივი ღვინის უკრაინულ ბაზარზე  შეტანა დაიწყეს. კომპანია უკრაინაში ღვინის კულტურის განვითარებისთვის დიდ ძალისხმევას დებს, შეიმუშავეს საგანმანათლებლო პროგრამა და ღვინის ფესტივალებს აწყობენ. Good Wine სისტემატურად ყიდის ქართული მარნების ღვინოებსაც.

უკრაინული კომპანია ადგილობრივ ქართულ რესტორნებთანაც თანამშრომლობს, მიზანი კი ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაციაა. Wine Bureau-ს დიდი მაღაზია მდებარეობდა დონეცკში, თუმცა 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის რეგიონის ოკუპაციის შემდეგ, მისი დახურვა მოუწიათ.

იაგო ბიტარიშვილმა სოლიდარობა გამოხატა უკრაინისა და კომპანიისადმი. ქართული მეღვინეობები OKRO’s WINEs და Pheasant Tears კომპანიის მხარდასაჭერად უკრაინაში გაგზავნიან ღვინის სრულ კონტეინერს, ეს იქნება ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც რეაბილიტაციისთვის თანხების მოსაზიდად გამოიყენებენ. ამ წამოწყებას სხვა ქართველი მეღვინეებიც უერთდებიან.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული