გამოქვეყნებულია: 4 ოქტომბერი, 2013 - 12:00
ბრიტანელმა სოციოლოგებმა კომპანია Cobevco-ს დაკვეთით ჩაატარეს გამოკითხვა და დაადგინეს, რომ მათ სამშობლოში ღვინის სმის “პიკის საათი” ოთხშაბათის საღამოს 7 საათია. როგორც ირკვევა, მუშაობისგან გადაღლილი ბრიტანელები სწორედ ამ დღეს ირჩევენ დასალევად, რათა შვება იგრძნონ და კვირის დარჩენილი დღეებისათვის ძალა მოიკრიბონ. იმის დასადგენად, თუ როგორ ღვინოს ანიჭებენ უპირატესობას ბრიტანელები, სოციოლოგებმა 2 ათასი რესპოდენტი გამოკითხეს. გაირკვა, რომ 37%-ს წითელი ღვინო უყვარს, 36%-ს კი – თეთრი. მხოლოდ 20% ანიჭებს უპირატესობას ვარდისფერს, შუშხუნა ღვინოს კი გამოკითხულთა მხოლოდ 6 პროცენტი მიირთმევს. მამაკაცთა უმრავლესობა პირველ ჭიქას დაახლობით საღამოს 18:40-ზე სვამს, ქალბატონები კი ოდნავ მოგვიანებით, დაახლოებით 19:07-ზე. გამოკითხულთა უმრავლესობა (52%) ღვინოს სადილზე მიირთმევს, 37% კი – ყოველგვარი მისაყოლებლის გარეშე სვამს სასმელს. 76%-ს ურჩევნია შინ დაისვენოს, ხოლო 8% კი – განტვირთვისათვის ბარებსა და რესტორნებში გადის. გამოკითხვის შედეგად სოციოლოგებმა საბოლოოდ ასეთი შედეგი მიიღეს - ბრიტანელთა უმრავლეობას ურჩევნია საღამო შინ გაატაროს და სასმელიც შინ დააგემოვნოს. ამის მიზეზი კი შეიძლება ის იყოს, რომ ქვეყანაში ალკოჰოლური სასმელი ძალიან გაძვირდა, რაც განსაკუთრებით ბარებსა და რესტორნებში შეტანილ სასმელზე აისახა.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი