Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბონდო კალანდაძე – პორტრეტი

“მთავარი ჩვენს საქმეში არის ეტიკეტის, ბოთლისა და პროდუქციის ხარისხის კარგი შეხამება”

ლევან სეფისკვერაძე
 
ალკოჰოლური სასმელების ცნობილი სპეციალისტი და მეღვინე – ბონდო კალანდაძე ის ადამიანია, ვისაც ცხოვრებაში საკუთარი სათქმელის თქმა უპირველესად გაკეთებული საქმით ხელეწიფება. მის მიერ შექმნილმა 70-ზე მეტმა ალკოჰოლურმა სასმელმა, სხვადასხვა დროს დიდი აღაირება მოიპოვა. იგი თანამშრომლობდა და შეხვედრია ალკოჰოლური სასმელების მეტრებს: ჰიუ ჯონსონს, რობერტ მონდავის, იზაბელ ლეჟერონს, სტივენ სპურიეს, ჟაკ რუვიეს, რობინ დეის, ლიზა ბერნარს და სხვებს... მისი ამ საქმით დაინტერესება კი, ერთი შეხედვით, ძალიან ჩვეულებრივად დაიწყო.
 
ხელბურთიდან ტარხუნის არაყამდე
 
“როდესაც დავამთავრე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, იმ პერიოდში ვთამაშობდი ხელბურთს. ვიყავი საქართველოს ნაკრებში. არ მინდოდა  პრაქტიკაზე საქართველოს რომელიმე მეღვინეობის რაიონში გავეგზავნე და ინსტიტუტში ვითხოვე, რომ თბილისში დავეტოვებინე. თბილისში მაშინ იყო ალკოჰოლური სასმელების სულ სამი ქარხანა - ღვინის, კონიაკისა და შამპანურის. სამივეგან სტუდენტი პრაქტიკანტის ყველა ადგილი დაკავებული იყო. ამიტომ, კათედრის გამგემ და დეკანმა, გამიშვეს ლიქიორის ქარხანაში.Mარც კი ვიცოდი სად იყო ლიქიორის ქარხანა. ეს ქარხანა აღმოჩნდა მაშინდელი ბელინსკის, ახლანდელი ჭოველიძის ქუჩაზე, რომელიც დიდ დავით სარაჯიშვილს ეკუთვნოდა. სწორედ იმ ქარხანაში მუშაობის დროს დავიცავი დიპლომი. დიპლომის დაცვის შემდეგ, დამტოვეს ქარხანაში (1965 წელს) და ამის შემდეგ მთელი 55 წლის განმავლობაში ვემსახურები ლიქიორ-არაყის დამზადება-წარმოების საქმეს. ეს დარგი იყო და არის დღესაც ჩემთვის ახალი აღმოჩენების წყარო. მე მანამდე მენახა ღვინო, კონიაკი, შამპანური... წარმოდგენაც არ მქონდა ლიქიორზე და ლიქიორის ქარხანაში მუშაობის დროს მივხვდი, რომ ამ საქმეს ვერასოდეს მოვწყდებოდი.”
ამის შემდეგ, ბონდო კალანდაძე მუშაობდა “სამტრესტში”, “კვების მრეწველობის ინსტიტუტში”, სხვადახვა ქარხნებში და ყველგან იყო მთავარი ინჟინრის, ანდა მთავარი ტექნოლოგის თანამდებობაზე. იგი ყოველთვის პრაქტიკოსი სპეციალისტი იყო და დირექტორად არც ერთ საწარმოში არასოდეს უმუშავია. 1972 წლიდან მოყოლებული ხუთი წიგნი გამოსცა, სპირტის, ლიქიორ-არყის და მეღვინეობის შესახებ. ამ წიგნების გამოცემის პარალელურად, დღესაც აქტიურად მუშაობს და ამჟამად კომპანია “ჯი ვი ეს”-ის მაგარი არლოჰოლური სასმელების მენეჯერი და ფირმა “სარაჯიშვილში” მაგარი ალკოჰოლური სასმელების სამსახურის უფროსია. ამასთან ერათად, თანამშრომლობს სხვადასხვა სატელევიზიო არხებთან, არის სომელიეთა ასოციაციის წევრი, სადეგუსტაციო კომისიის წევრი, დასახელებულია ნიუ ორლეანის საპატიო მოქალაქედ, არჩეულია მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსად და მოვლილი აქვს 38 ქვეყანა.
“წლების მანძილზე, ჩემს მეგობრებთან, ახლობლებთან და თანამოაზრეებთან ერთად, ვცდილობდი, რომ ჩემს საქმეში რაღაც ახალი მეთქვა. დღეს 70-ზე მეტი ალკოჰოლური სასმელის საკუთარი რეცეპტი მაქვს შემუშავებული და ამით ძალიან ვამაყობ. ამ სფეროში ჩემი მოღვაწეობიდან, ყველაზე საინტერესო იყო 1989 წელი, როდესაც ამერიკაში გაიყიდა ჩემი რეცეპტურით შექმნილი არაყი “ტარხუნა”. ეს ის დრო იყო, როდესაც ამერიკაში საბჭოთა კავშირიდან პრაქტიკულად არაფერი არ შედიოდა სარეალიზაციოდ შავი ხიზილალის გარდა. ეს ხიზილალაც ძირითადად დიპლომატიური არხებით შედიოდა. ერთი პერიოდი ამერიკაში არაყი “სტოლიჩნაიაც” იყიდებოდა, მაგრამ ეს იყო გაცვლა, ამის სანაცვლოდ, ამერიკელებმა საბჭოთა კავშირში ააშენეს “პეპსის” 4 ქარხანა. სწორედ ამიტომ, ჩემი არაყის ამერიკაში შესვლა იმ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. თავიდანვე გაიყიდა 100 ათასი ყუთი. ყოველ წელიწადს დავდიოდი ამერიკაში და მოვიარე 17 შტატი. ამერიკაში ჩემი არაყი ხალხს დღესაც ახსოვს.
 
“მომხმარებლის მოტყუება შეუძლებელია”
 
როდესაც გლობალური ცვლილებები დაიწყო - დაიშალა საბჭოთა კავშირი და საქართველო დამოუკიდებელი გახდა, ბევრი ქარხანა განადგურდა. ბონდო კალანდაძემ მეგობრებთან ერთად, 1993 წელს შექმნა კომპანია “ჯი ვი ესი”. იქიდან მოყოლებული დღემდე, ამ კომპანიაშია და ძალიან ემაყება, რომ აღნიშნული კომპანია დღეს ფეხზე დგას და საინტერესო პროდუქციას აწარმოებს.
პირველი “ქართული” ნაბიჯი სწორედ არაყ “ტარხუნას” ჩამოსხმა იყო. საქართველოში ამდენი ხილი და კენკრაა, ამდენი ბალახეულობა, ამდენი ნატურალური მცენარეები და როგორ შეიძლება, რომ ლიქიორის დამზადების საქმეს ასეთ ქვეყანაში ყურადღება არ ექცეოდეს... ამის გამო ძალიან მწყდება გული, რადგან ჩვენს ქვეყანას უდიდესი პოტენციალი აქვს თუნდაც ხილის არყებისა და ლიქიორების მაღალხარისხიანი წარმოებისათვის. ლიქიორს უნდა ნატურალური ხილი, კენკრა, მცენარე, რაც ასე მრავლადაა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ლიქიორის ტექნოლოგია, საერთოდ ძალიან რთული და შრომატევადი საქმეა, განსაკუთრებულ ცოდნასა და ფანტაზიას მოითხოვს, ამას კი თავდაუზოგავი შრომა სჭირდება. მისი მოხმარება კი მეტად საინტერესოა იმ შემთხვევაში, თუ ზომიერად მოიხმარ. დღეს არსებობს მცდარი აზრი, რომ ლიქიორის წარმოებას აზრი არ აქვს. ეს შეცდომაა, რადგან თუ სასამელს ნატურალური ნედლეულიდან ხარისხიანად ამზადებ, იმას ყოველთვის აქვს აზრიც და ფასიც”.
ბონდო კალანდაძე საინტერესო მოსაზრებებს გვიზიარებს ალკოჰოლური სასმელების ახალგაზრდა სპეციალისტებთან დაკავშირებითაც: “დღეს ახალგაზრდები ქარხანაში მოდიან და თავს იწონებენ, რომ კომპიუტერი და უცხო ენა იციან. ერთი ახალგაზრდა მოვიდა ამასწინათ. დედამისმა გაუწია რეკომენდაცია – ძალიან კარგად “ესმის” ღვინო და გაესაუბრეო. ჯერ ჭიქას ისე მოჰკიდა ხელი, აშკარა იყო, რომ ის მეღვინე არ იყო. მეღვინე ჭიქას ხელს სხვანაირად ჰკიდებს. შემდეგ საქმიანი კითხვები დავუსვი და ბევრი ვერაფერი მიპასუხა. ბოლოს მითხრა: ფრანგული და კომპიუტერი ვიციო. მე ვუთხარი: შვილო, მთელი საფრანგეთი ლაპარაკობს ფრანგულად, მაგრამ ყველა მეღვინე კი არაა მეთქი. მეღვინეობა სარდაფში ჩასვლიდან და ცისტერნების გარეცხვიდან იწყება, მხოლოდ კომპიუტერით მეღვინეობას ვერავინ ისწავლის - მეთქი. K
კომპიუტერი რომ იყოს ყველაფერში გადამწყვეტი, საამქროს უფროსიც კომპიუტერი იქნებოდა და დირექტორიც. მთავარია, რომ ახალგაზრდებმა თავისი ხელით სცადონ სასმელების დამზადება. მთავარი მცდელობა ჩვენს საქმეში ისაა, რომ ღვინო შეიძლება დაგიძმარდეს, დაგექცეს, გაგიფუჭდეს, მაგრამ უნდა იცოდე, რომ სწორედ ბევრი წვალების შემდეგ შეიძლება ისწავლო რამე.
თქვენ იცით, რომ ალკოჰოლური სასმელების, ეტიკეტების, ჭიქების, წიგნების, სასმელების ატრებუტიკის უნიკალური კოლექცია მაქვს, მაგრამ ეს მხოლოდ კილექცია კი არ არის, ესაა ჩემი ძირითადი სამუშაო. მთავარი ჩვენს საქმეში არის ეტიკეტის, ბოთლისა და პროდუქციის ხარისხის კარგი შეხამება, რაც არ უნდა კარგად შეფუთო პროდუქტი, თუ ბოთლში კარგი სითხე არ ასხია, იმას არავინ იყიდის. მომხმარებლის მოტყუება შეუძლებელია და ვინც ფიქრობს, რომ მომხმარებელს ადვილად მოატყუებს, საბოლოო ჯამში თავად დარჩება მოტყუებული”
ქართული ალკოჰოლური სასმელების წარმოების ისტორიასათან დაკავშირებით, ბონდო კალანდაძე მიიჩნევს, რომ დადგა დრო, როდესაც კვლავ უნდა აღვადგინოთ ძველი ტრადიციები და ის, რაც კარგია, არ უნდა დაიკარგოს.
“ჩვენ გვყავდა: ბოლქვაძე, სარაჯიშვილი, ციციშვილი, ჭელიძე, გაბუნია, ადანაია, ჩერქეზიშვილი და თუნდაც ჩემი წინაპარი – დავით კალანდაძე. ესენი არიან დიდებული ადამიანები, რომლებმაც ეს დარგი აქამდე მოიტანეს და დღეს სამწუხაროდ მივიწყებას არიან მიცემულნი”
 
მომავლის იმედით
 
ბონდო კალანდაძის მიერ რეცეპტურით და ტექნოლოგიით შექმნილია: ნივრის, კიტრის, ტარხუნის, ქონდარის, ფეიხოას, კომშის, მანდარინის, ფორთოხლის, და სხვადასხვა ხილეულის არაყები. ამ გამოგონებების დიდი ნაწილი სამწუხაროდ დღეს მასობრივად არ იწარმოება, თუმცა სპეციალისტთა აზრით, დიდი პერსპექტივები გააჩნია. აღსანიშნავია, რომ ბონდო კალანდაძის საქმით, მისი შვილებიდან და შვილიშვილებიდან, განსაკუთრებით ერთი - 12 წლის უმცროსი შვილიშვილი  მიში მარსაგიშვილი არის დაინტერესებული.
“პატარა მიში ძალიან დაინტერესებულია ჩვენი საქმით. ხშირად ათვალიერებს ნიმუშებს, კითხულობს წიგნებს... მანაც დაიწყო ბოთლების კოლექციის შეგროვება. თბილისში როდესაც ალკოჰოლური სასმელების გამოფენები იმართება, მიდის იქ, აარჩევს რამდენიმე ბოთლს და თავის კოლექციას ამდიდრებს. აქედანვე ჩანს, რომ მისწრაფება აქვს ჩემს კვალზე გაყოლისა, რაც ძალიან მახარებს. შეუძლებელია ადამიანს ძალით გააკეთებინო რამე, თუკი მას მისწრაფება არა აქვს. მე ახალგაზრდობაში ძალიან მაინტერესებდა ალკოჰოლური სასმელების წარმოება. არ ვეშვებოდი უფროს და გამოცდილ  ინჟინრებს, ტექნოლოგებს, ოღონდ მათგან რაიმე მესწავლა. დავდიოდი სადეგუსტაციო კომისიებზე, ვესწრებოდი კუპაჟების გაკეთებას, ცისტერნების რეცხვას, ფილტრაციას...
ერთი ბოთლი არაყი რომ გააკეთო, შიგნით უნდა იყოს 40% სპირტი და 60% წყალი. ასეთი შემცველობის სპირტ-წყალიან ნაყენს, ყველა ადამიანი სულ სხვადასხვა ხარისხის სასმელს გააკეთებს. ყველაფერს ინდივიდუალური ცოდნა სჭირდება, რაც გამოცდილების გარეშე არ მოდის. სოფელში რომ გლეხი არაყს ხდის, მას ხარისხი დიდად არ ანაღვლებს. მისთვის ხშირად მთავარია, სასმელი  მაღალ გრადუსიანი იყოს და რაკი გრადუსიანია, მიიჩნევს, რომ კარგიცაა. ეს ასე არ არის.”
“ძალიან მიხარია “ღვინის კლუბის” სხდომებზე როდესაც დავდივარ და ამდენ დაინტერესებულ ახალგაზრდა ადამიანს ვხედავ. ჩვენი საქმის ცოდნა სწორედ ასე, თაობიდან თაობაზე უნდა გადადიოდეს, რომ დაგროვილი ცოდნა არ დაიკარგოს. ამ დარგს სჭირდება პატივისცემა. თუ შენი საქმე გულით არ გააკეთე და არ გიყვარს, არაფერი არ გამოვა!” – ამ სიტყვებით დაამთავრა ალკოჰოლური სასმელების სპეციალისტმა თავისი საუბარი და მის მიერ დამზადებული სასმელების გასასინჯად მიგვიწვია.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“
 


rogor ixdeba man darinit arayi?


msurs davukavShirde baton bondos.batoni bondo namyofia chems ojaxshi da nanaxi aqvs chemi ojaxis pirad mflobelobashi arsebuli sarajishvilis droindeli liqiorebi. batonma bondom magali shefaseba misca sasmelebs, gadaugo fotoebi da gamoaqveyna tavis wignshi romelzec im periodshi mushaobda "magari alkoholuri sasmelebi" me chemi piradi ogaxuri mizezebis gamo msurs am sasmelebis gayidva da gtxovt damakavshirot baton bondostan iqneb shedlos da damexmaros liqiorebis realizaciashi. me vendobi am batons da iqneb tavad realurad shemifasos. madlobas gixdit winaswar. koordinatepi momwerot pirad meilze


msurs davukavShirde baton bondos.batoni bondo namyofia chems ojaxshi da nanaxi aqvs chemi ojaxis pirad mflobelobashi arsebuli sarajishvilis droindeli liqiorebi. batonma bondom magali shefaseba misca sasmelebs, gadaugo fotoebi da gamoaqveyna tavis wignshi romelzec im periodshi mushaobda "magari alkoholuri sasmelebi" me chemi piradi ogaxuri mizezebis gamo msurs am sasmelebis gayidva da gtxovt damakavshirot baton bondostan iqneb shedlos da damexmaros liqiorebis realizaciashi. me vendobi am batons da iqneb tavad realurad shemifasos. madlobas gixdit winaswar. koordinatepi momwerot pirad meilze

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.