Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლობიოს სუპი

საჭირო მასალა: 175 გ ლობიო, 1 ცალი პატარა ტკბილი წიწაკა, 100 გ ნიახური, 100 გ სტაფილო, 1 ჩ.კ. მარილი, 0,5 ჩ.კ. ცხარე წიწაკა, 1 თავი ხახვი, 20 მლ ზეთი, 100-150 გ წითელი პამიდორი, 1 კონა ოხრახუში, 100 გ პური.

მოზადება: ლობიო რამდენიმე საათით ცივ წყალში დავალბოთ, შემდეგ გადავღვაროთ, დავასხათ 1,5-2 ლ წყალი და 1,5-2 საათის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე ვხარშოთ. ლობიო მზად იქნება, როდესაც კარგად დარბილდება. წიწაკა დავჭრათ პატარა კუბებად, ასევე დავჭრათ ნიახური და სტაფილო, მოვათავსოთ

წვნიანში, დავუმატოთ ცხარე წიწაკა და ვხარშოთ 20 წუთი. დავჭრათ და მოვშუშოთ ხახვი. ბლენდერში გავთქვიფოთ წვნიანის ბოსტნეულისა და ლობიოს ნახევარი მოშუშულ ხახვსა და ბულიონთან ერთად და ჩავაბრუნოთ წვნიანში. დავუმატოთ კანგაცლილი და წვრილად დაჭრილი პამიდორი, 2-3 წუთი ვადუღოთ და მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში. სუპს მიირთმევენ გახუხულ პურთან ერთად.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული