Home
ქართული | English

მულტიმედია

ფენოვანი ღვეზელი სოკოთი

საჭირო მასალა: 400 გ. ფენოვანი ცომი, 300 გ. ქამა სოკო, 1 თავი ხახვი, 4 ს.კ. არაჟანი, 100 გ. ყველი, 1 კვერცხი.

ცომი გავაბრტყელოთ და დავჭრათ 8 ნაწილად. 4 ცალს ამოვაჭრათ გულის ფორმის ნაჭრები. 4 მთელი და 4 გულამოჭრილი ნაჭერი მოვათავსოთ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ ღუმელში. ვაცხოთ 20-25 წუთის განმავლობაში. სანამ ცომი გამოცხვება, სოკო დავჭრათ ზეთში მოვშუშოთ ხახვთან ერთად, დავუმატოთ არაჟანი და კიდევ 5 წუთი ვშუშოთ. მთელ ნაჭრებზე გადავანაწილოთ გულსართი, მოვაყაროთ გახეხილიყველი,ზემოდან დავაწყოთ გულამოჭრილი ნაჭრები, წავუსვათ გათქვეფილი კვერცხის გული და კიდევ 5-7 წუთით შევდგათ ღუმელში.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

არქივი

სექტემბერი 2010
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123

გამოკითხვა

რომელი ტიპის მშრალ თეთრ ღვინოს ანიჭებთ უპირატესობას?
კახურს
70%
ევროპულს
30%
სულ 2071 ხმა