ბრიტანული გაზეთი The Telegraph იუწყება, რომ ედინბურგის სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში ერთი მეტად საინტერესო ექსპერიმენტი ჩატარდა. მასში მონაწილეობა 578-მა მსურველმა მიიღო. ექსპერიმენტის მონაწილეებს თვალები აუხვიეს და ბრმა დეგუსტაციის საშუალებით სთხოვეს გამოეცნოთ იაფი და ძვირი ღვინოები. ტესტირებისთვის სხვადასხვა საფასო სეგმენტის ორი სახის შამპანური და შემდეგი ღვინოები: Sauvignon Blanc, Pinot Grigio, Chardonnay, Merlot, Rioja, Claret, Shirazგამოიყენეს.
კვლევის ხელმძღვანელის, ფსიქოლოგ რიჩარდ უიაზმანის თქმით, ადამიანთა უმრავლესობას არ ძალუძს სხვადასხვა ღვინოებს შორის განსხვავების პოვნა და მათი ერთმანეთისგან გარჩევა. თუმცა, როდესაც ძვირი ღვინო იაფთან შედარებით 2-3-ჯერ მეტი ღირს, მათ შორის განსხვავება, წესით, კი უნდა იგრძნობოდეს.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი