Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ოროველას“ საფერავი Independent-ის მიმოხილვაში

კომპანია „ოროველას“ საფერავით კვლავ დაინტერესედა პოპულარული ბრიტანული პრესა. ამჯერადაც მისმა სახელმა „ინდიფენდენთის“ ფურცლებზე გაიელვა. გუშინწინ, ღვინის მესვეტის, ენტონი როუზის რეკომენდებული ღვინოების რეცენზიებში იგი Madonnina Gavi del Commune di Gavi-სა (იტალია) და Château Thivin, Côte de Brouilly, Cuvée Godefroy-ს (საფრანგეთი) გვერდით მოხვდა.

„ეს დასრულებული ქართული წითელი ღვინო ხასიათდება მკვეთრი, პიკანტური შავი ხილისა და მადისაღმძვრელი ქორფა, წვნიანი მაყვლის  არომატებით“. (‘This accomplished Georgian red shows bright, spicy black fruit aromas and appetisingly sappy fresh blackberry fruit“). - წერს ენტონი როუზი. იგივე ავტორი, ჯერ კიდევ 2011 წელს ოროველას 2006 წლის საფერავს 50 საუკუთესო ღვინოთა შორის მოიხსენიებდა.

ღვინის მწარმოებელი კომპანია „ოროველა“ 2001 წელს დაარსდა და დღესდღეობით აწარმოებს საფერავს, საფერავი-კაბერნე სოვინიონსა და მწვანე-რქაწითელს, თუმცა მისი წარმატების ისტორია მაინც 2004 წლის საფერავით იწყება. აღნიშნულ ღვინოს ბრიტანელმა ღვინის კრიტიკოსმა, ჯენსის რობინსონმა საკმაოდ მოცულობითი სპეციალური წერილი მიუძღვნა, სადაც „ოროველას“ 2004 წლის საფერავი საუკეთესო ქართულ ღვინოდ მოიხსენია. ამავე პათოსს იზიარებდა სტივენ სპურიე (Steven Spurrier) ჟურნალ „დეკანტერში“ გამოქვეყნებულ რეცენზიათა ციკლში „შეუმჩნეველი ღვინოები“ (Undiscovered Wines).

„ოროველას“ პროდუქცია უკვე რამდენიმე წელია, წარმოდგენილია ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ - Waitrose–ის მარკეტების ქსელში. გარდა ამისა, მას მიღებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ჯილდო, რამაც ხელი შეუწყო მათ პოპულარობას არამხოლოდ ბრიტანეთში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.