Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“თიხის ხსენებაზე თვითონ გეკითხებიან, ქვევრზე ხომ არ საუბრობ” - ქართული ღვინო ფრანგული ნატურალური ღვინის გამოფენებზე

Photo © Iago Bitarishvili

თებერვლის დასაწყისში საფრანგეთში ნატურალური ღვინის რამდენიმე გამოფენა გაიმართა, სადაც ქართველმა ღვინის მწარმოებლებმაც მიიღეს მონაწილეობა. მათ შორის ყველაზე ცნობილი და პოპულარულია Les Pénitentes, რომელიც წელს 1-3 თებერვლამდე Savenniéres-ში Fresne-ს დარბაზში მიმდინარეობდა. 

Les Penitentes გამოფენაზე მონაწილეობა ამჯერად ორმა ქართულმა მეღვინეობამ “ოქროს ღვინომ” და “იაგოს მარანმა” მიიღო. იაგო ბითარიშვილი გვიამბობს, რომ მონაწილეთა რაოდენობა ყოველ წელს უფრო და უფრო იზრდება: “მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მცირე რაოდენობით ღვინოს ვაწარმოებთ და ახალ ქვეყნებსაც აღარ ვიმატებთ, ვნახულობთ სხვა იმპორტიორებს, გვაქვს მათთან უშუალო კომუნიკაცია. Les Penitentes განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი მარნისთვის, რადგან სწორედ აქ 7 ქვეყნის ჩვენი იმპორტიორი გავიცანით.” 

იაგო გვესაუბრება იმის შესახებაც, თუ როგორ გაიზარდა ქართული ღვინის შესახებ ცნობიერება საფრანგეთში: “თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გასული წლების განმავლობაში ქვევრის ღვინის ახსნისას აუცილებლად მჭირდებოდა ამფორას ხსენება და ქვევრის კონცეფციის დეტალური ახსნა, ახლა თიხის ჭურჭელის ხსენებისას თვითონ გეკითხებიან - “ქვევრზე საუბრობთ?” საქართველოში იზრდება ქვევრის ღვინის წარმოება, მცირე მარნების რაოდენობა, შესაბამისად, ეს ყველაფერი საზღვარგარეთაც უფრო დიდი მასშტაბითაა, ვიდრე აქამდე იყო, რაც, თავისთავად, ცნობადობაზეც მოქმედებს. თუმცა საკმარისი არ არის, ამ საკითხზე მუშაობა მუდმივი პროცესია მითუმეტეს ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.”


Photo © Iago Bitarishvili
ამ პერიოდში საფრანგეთის მხოლოდ ერთ რეგიონში ძალიან ბევრი გამოფენა ტარდება, რომელთა რიცხვი ყოველ წელს უფრო და უფრო იზრდება: “იმ გამოფენაზე, რომელშიც ჩვენ ვიღებთ ხოლმე მონაწილეობას, მთლიანობაში ძირითად 25-27 მარანია წარმოდგენილი. ამის მიზეზი ისაა, რომ დიდ გამოფენებში, როგორც წესი, კომუნკაცია გართულებულია. ხანდახან სტუმრების რაოდენობაც იმდენია, რომ რომელიმე მაგიდასთან მისასვლელად დიდ რიგში დგომა გიწევს. ამის გამო თვითონ ორგანიზატორები არჩევენ იმ მეღვინეებს, რომლებიც მათ გამოფენებში თავიანთ ღვინოს წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ გამრავლდა გამოფენათა რიცხვიც. ზოგი პარალელურად მიმდინარეობს, ზოგი ერთი-მეორიც შემდეგ.”

ქართველი მეღვინეები ძირითადად სამ გამოფენაში იღებენ ხოლმე მონაწილეობას, ეს არის Les Pénitentes და La dive Bouteille, რომელიც ყველაზე ძველია და წელს უკვე 22 წელი შეუსრულდა. ამჯერადაც, Les Penitentes-ზე ორი მარანი იყო წარმოდგენილი “იაგოს მარანი” და “ოქროს ღვინო”,  სამი ქართული მეღვინეობა იყო La Dive-ზე, მამა გაბიელის მარანი”, “კორტავების მარანი” და “ართანული ღვინო/GOGO Wine”, ხოლო Salon Salon-ზე “რამაზ ნიკოლაძისა” და “მენაბდის მარნის” ღვინოები იყო წარმოდგენილი.

“რამაზ ნიკოლაძის მარნიდან” წარმოდგენილი იყო უჭაჭო ციცქა და ჭაჭაზე დაყენებული ცოლიკოური: “გამოფენამ ძალიან კარგად ჩაიარა, ვნახეთ ჩვენი იმპორტიორები, გავასინჯეთ ღვინოები, ახალი იმპორტიორებიც გავიცანით. ჩემი მარნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს გამოფენები, სადაც უკვე 12 წელია დავდივარ. ეს, ფაქტობრივად, პირველი გამოფენაა, სადაც ახალი ღვინოების წარდგენა შეიძლება. ჩემი ყველა იმპორტიორი სტუმობს ამ გამოფენებს, შესაბამისად, მნიშვბნელოვანია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველა მეღვინისთვის”- გვესაუბრება რამაზ ნიკოლაძე.

ნატურალური ღვინის გამოფენები საფრანგეთში 1 თებერვლიდან დაიწყო და ზოგი დღემდე მიმდინარეობს. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული