Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"შატო ბუერა" ფორბსის ობიექტივში

თუ კახეთში გასეირნებას გადაწყვეტთ და ლოპოტას ტბას მოინახულებთ, "შატო ბუერაც" აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ. შატო 2018 წელს დაარსდა და მისი მთავარი ხიბლიც ალბათ ტრადიციულისა და თანამედროვე სტილის სინთეზია. "შატო ბუერას" შესახებ Forbes-ში ვკითხულობთ: "ღვინის დაყენების 8000 წლოვანი ტრადიციის ქვეყანაში ასეთი ტიპის ცნობადობის მოპოვება მარტივი არ არის, თუმცა ამ შატომ ეს ნამდვილად დაიმსახურა." - აღნიშნავს ავტორი და მკითხველს დაწვრილებით აცნობს მის ისტორიას, კონცეფციას, ასევე ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურას.

"ლოპოტა სპა რეზორტი" 60 ჰექტარზეა გადაჭიმული, აქ ქალაქებიდან ძირითადად შაბათ-კვირას ჩადიან ხოლმე. ავტორი "შატო ბუერაში" ღვინის დაყენების პროცესსაც აღწერს და მკითხველს განუმარტავს, რომ სწორედ აქ შეუძლიათ დაათვალიერონ ვენახები და ქართულ ქვევრებსაც შეავლონ თვალი: "აქ ღვინოს აყენებენ ქვევრშიც და ფოლადის ავზებშიც, დუღილის პროცესის შემდეგ კი დიდ ნაწილს ფრანგულ ღვინის კასრებში აძველებენ, 12 თვის ან კიდევ უფრო მეტი ხნის განმავლობაში, კასრში დავარგების შემდეგ კი ღვინო ბოთლებში ჩამოისხმება და კიდევ 12 თვე უკვე ბოთლში ყოვნდება."- ვკითხულობთ სტატიაში.

"შატო ბუერაში" აყენებენ რქაწითელს, ქისს, მწვანეს, საფერავს: "ეს ღვინოები, რომლითაც შატოს ტერასაზე მარნის დათვალიერების შემდეგ ისიამოვნებთ, ძალან ღრმა, კომპლექსური და დასამახსოვრებელი არომატებითაა გამორჩეული" - აღნიშნავს ავტორი, მკითხველს კი განსაკუთრებით რთველის პერიოდში ურჩევს შატოს სტუმრობას: "მიუხედავად იმისა, რომ აქაურობას შეგიძლიათ წლის ნებისმიერ პერიოდში ესტუმროთ, განსაკუთრებით შთამბეჭდავია მისი მონაულება რთველის დროს, სადაც ქართული მეღვინეობის ტექნიკებსა და ტრადიციებს თქვენი თვალით ნახავთ და ამ პროცესში ჩაერთვებით კიდეც. გარდა ამისა, ნამდვილ ქართულ სტუმართმოყვარეობას გაეცნობით, მოისმენთ ხალხურ სიმღერებს და თავს ნამდვილად საქართველოს ნაწილად იგრძნობთ" - წერს ბრეანა უილსონი, Forbes-ის მწერალი. სტატიას კი Forbes-ის ვებ. გვერდზე გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.