Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

”საქართველო - ქარვისფერი ღვინის სამშობლო” - ამერიკელი ღვინის ექსპერტი ქართულ ქარვისფერ ღვინოზე წერს

ტრეისი ელენ კამენსი ამერიკელი ღვინის ექსპერტია, ამ სფეროში 15 წელიწადზე მეტია რაც არის, სულ რამდენიმე წლის წინ თავისი აკადემიაც დაარსა. მის სტატიებს ხშირად შეხვდებით Wine Enthusiast-ზე, Long Island Wine-ზე, Times Review-სა და სხვა ცნობილ ჟურნალებში. ახლა საკუთარ ვებსაიტზე საქართველოსა და ქარვისფერი ღვინის შესახებ წერს, მკითხველს კი თავის რჩეულ ქართულ ღვინოებსაც უზიარებს. 

თავდაპირველად საუბრობს საქართველოში ღვინის წარმოებაზე, ჯიშების რაოდენობასა და მრავალფეროვნებაზე, ქვევრის ტექნოლოგიაზე: “როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის რეგიონებში ძალიან ხშირად შეხვდებით ჭაჭაზე დავარგებულ ღვინოებს. იქ დიდი მრავალფეროვნებაა, რაც დამოკიდებულია ტერუარზე, ყურძნის ჯიშებსა და მათი წარმოებისას გამოყენებულ სპეფიციკურ ტექნიკებზე.” - აღნიშნავს ავტორი და მკითხველს თეთრი ყურძნის ჯიშებიდან ქარვისფერი ღვინის ქვევრში დაყენებას დეტალურად უხსნის. 

ექსპერტი დასავლეთსა და აღმოსავლეთში გავრცელებულ ვაზის ჯიშებზეც წერს: “კახეთში ქარვისფერი ღვინის დასამზადებლად ძირითადად რქაწითელს, მწვანეს, ქისსა და ხიხვს იყენებენ. ეს ღვინოები, როგორც წესი, კომპლექსურია, საკმაოდ ძლიერი, ბევრ კერძთან მარტივად შეხამებადი. დასავლეთ ტერიტორიებზე, ძირითადად, იმერეთის, რაჭის, ლეჩხუმის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონები გამოირჩვა. მათგან ყველაზე დიდი იმერეთია, ქვეყანაში ღვინის წარმოების 15,1%-ით. აქ ძირითადად მოჰყავთ ცოლიკოური, ციცქა და კრახულა. გარდა ამისა, ეს მარნები მცირე მასშტაბის წარმოების მეთოდებს იყენებენ. იმერული ღვინობი ცნობილია თავისი სიმსუბუქით, ნაკლები ტანინებითა და “ცინცხალი” სტრუქტურით.” - ვკითხულობთ ტრეისი კამენსის მთავარ გვერდზე.

სტატიის დასასრულს კი ტრეისი თავის რჩეულ ქარვისფერ ღვინოებსაც აცნობს და უხასიათებს მკითხველს

ბაიას ღვინო” ციცქა-ცოლიკოური-კრახუნა, 2021 - ციცქას, ცოლიკოურის და კრახუნას ნაზავი. ყურძენი იმერეთის რაიონის სოფელ ობჩაშია მოყვანილი. ამ ღვინოში თაფლის არომატსა და ყვავილოვან ნოტებს იგრძნობთ, გემოზე მდიდარია, შეგხვდებათ აზიური მსხლისა და ატმის სურნელებაც. ღვინო არც ძალიან სხეულიანია და არც მსუბუქი,  ხასიათდება სასიამოვნო მჟავიანობითა და ოდნავ ჟანგვითი ნოტებით.

თამადა ქვევრის თეთრი 2015 - “ეს ღვინო რქაწითელის, მწვანესა და ქისის ნაზავია. ბოთლში დაძველების შემდეგ კიდევ უფრო ღრმა ქარვისფერი შეიძინა. ღვინოში ვლინდება თხილის, ჩირისა და მუსკარის (მუშკის) სანელებლის არომატები. კომპლექსურ ღვინოშ იგრძნობთ სიმშრალეს, საშუალო მჟავიანობას, სრულ სხეულ, ტანინებს და საბოლოოდ ჩაის, ჯანჯაფილისა და გამხმარი გარგრის სურნელებას. ღვინოს ხანგრძლივი დაბოლოება ახასიათებს”. 

თბილღვინო ქვევრის ქისი 2020 - ღვინო ქისისგანაა დაწურული. ავტორი წერს, რომ ღვინო ღია ქარვისფერი/ღრმა ოქროსფერია და გამოირჩევა თაფლისა გარგრის ჩირის არომატებით, იგრძნობთ ოდნავ ოქსიდიზაციის ნოტებსაც: “ ღვინო მშრალია, მისი პროფილი კი გვთავაზობს გარგრის ჩირს, ეგზოტიკურ სანელებლებს, შესამჩნევ ტანინებს, საშუალო სხეულსა და ხანგრძლივ დაბოლოებას.” - ვკითხულობთ სტატიაში, რომელსაც Its a winedersful life-ზე გაეცნობით. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.