Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო ბერლინის RAW WINE–ზე

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მიმდინარე ბუნებრივი ღვინოების  საერთაშორისო გამოფენაზე RAW WINE (The Artisan Wine Fair) საქართველოდან ქვევრის ღვინოებია წარმოდგენილი. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი იზაბელ ლეჟერონი (საფრანგეთი). ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და გერმანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, აღნიშნულ გამოფენაში ქვევრის ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია მონაწილეობს. RAW WINE-ზე ქართული ღვინის წარდგენა უნიკალური შესაძლებლობაა, რომ ქართული ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს  საერთაშორისო დონეზე, რაც მეღვინეებისთვის იძლევა პოტენციური იმპორტიორების მოძიების საშუალებას. გამოფენაზე მისულ სტუმრებს  დაგემოვნებასთან ერთად, საშუალება აქვთ გაეცნონ ქართული ღვინის დამზადების უძველეს ტრადიციებს, კულტურასა და ისტორიას. გამოფენაში RAW WINE მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 150-მდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული