Home
ქართული | English
ახალი ღვინის ფესტივალამდე დარჩა
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კომენტარები

გიორგი ბარისაშვილი - 9 თებერვალი, 2013 - 22:00

წერილში საერთოდ როგორ არაა ზედაშე ნახსენები... თუ წერილს ბოლომდე წაიკითხავთ ბოლოში ზედაშეს მიადგებით. საერთოდ, ამის შესახებ მე ცალკე სტატია მაქვს "მარანში" გამოქვეყნებული. ეს წერილი რეგლამენტიდან ისედაც ამოვარდა სიდიდის გამო და ზედაშეებზე არასრულ და მოკლე ინფორმაციას ვამჯობინე ცალკე სტატია დამეწერა და ასეც მოვიქეცი. საძიებო გრაფაში ჩაწერეთ: ზედაშის კულტურა საქართველოში. და ნახავთ. ზედაშე, მარანი, ქვევრი, ღვინო... ეს ის ფენომენია, რაც პირდაპირ კავშირშია ჩვენს ყოფასთან, კულტურასთან, სარწმუნოებასთან, ტრადიციებთან და ყველაფერ ქართულთან. ზედაშის ქვევრისა და ღვინის გარეშე ქართული მარანი ჩემი აზრით ნაკლულია! ეს ტრადიცია უნდა აღდგეს და ამისათვის ჩვენ თავად უნდა ვიღვაწოთ და ვიმოქმედოთ. აწ განსვენებული გიორგი გარაყანიძის გამოკვლევით კახეტში უარსებია სიმღერას: "ზედაშის იავნანა"... საოცარია არა? ეთნოგრაფებმა რა თქმა უნდა თავისი საქმე უნდა აკეთონ, მაგრამ ჩვენც უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე.
ალეკო ცქიტიშვილი - 9 თებერვალი, 2013 - 21:44

არ ვიცი, ამ ტრანსლიტერაციის კანონები თავის დროზე ვინ მოიგონა. არც ინგლისური ენა ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ინგლისელები "ყ"-ს საერთოდ ვერ გამოთქვამენ. ამიტომ ვერ გავიგე Q რატომ შეესაბამება "ყ"-ს, ხოლო K - "ქ"-ს. მე პირადად ქვევრის ინგლისურენოვან აღმნიშვნელად Qvevri უფრო მომწონს, რადგან Q მოყვანილობით ქვევრს ჰგავს და მისგან საყოველთაო სიმბოლოს გამოდნობა შეიძლება. ამავე დროს, თუკი თვით ქეგლში ვპოულობთ პატივცემული ენათმეცნიერების მიერ დაშვებულ უხეშ შეცდომებს, რატომ არ შეიძლება, თავის დროზე არანაკლებ პატივცემულ ტრანსლიტერაციის კანონმდებლებსაც დაეშვათ შეცდომა, როდესაც ბეჭდით დაამოწმეს, რომ Q = ყ -ს.
lili - 8 თებერვალი, 2013 - 20:42

გავეცანი რა თქვენს სტატიას, გადავწყვიტე "ნახვამდის"ის სტუმრობა. გაურკვეველია რატომ, მაგრამ ის კერძები რომლებიც ასახულია ამ სტატაიში კაფეს მენიუში არ იყო, მაგალითად მენიუში არ იყო "მეჩტა კასმანავტა" და არც "China Chiken"-იც. მართალი ფასები დაბალია, მაგრამ თუ გშიათ ამ დაწესებულებაში წასვლას აზრი არ აქვს. გემრიელი იყო ხორცის ბლინები და ასევე ორაგულის, კიტრის და მდნარი ყველის სატენით დახვეული ბლინები. უკრანიული „დერუნიები“ ძალიან ცხიმიანი იყო. ყველაზე უფრო ატმოსფერო მომეწონა. მიუხედავად იმისა, რომ საჭმლისა და ბოლის სუნი ( ბუხარი ხრჩოლავდა) მაინც სასიამოვნოდ გამხსენდება ეს საღამო
Naotreli - 5 თებერვალი, 2013 - 18:24

Magari sherekili tipia:) Clevelandshi modis xolme Fabulous Food Show-ze. Uyvars xalxis gartoba da gamxiaruleba.
ნალბო - 5 თებერვალი, 2013 - 18:15

ბოლო ორ აბზაცს შორის რაღაც გაურკვევლობაა და იქნებ უფრო კონკრეტულად დაწეროთ. 3აბზაცშიც 20ლითრი იღარშება და მეოთხეში კიდე ახლიდან უნდა დაიდგას მოხალული ქერისთვის თუ ეს მოხალული ქერი უნდა ჩავყაროთ უკვე 1საათ ნადუღებ მასაში ვყრით ხილთან ერთად და მერე ვწურავთ?? არ ებმება ერთმანეთს ეს აბზაცები

???

kvevri - 5 თებერვალი, 2013 - 10:11

ამ კაცს დენმა დაარტყა თუ თმები ესე რატო აქვს?
სეფისკვეროვი - 3 თებერვალი, 2013 - 18:52

ქვევრის მონაყოლი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ კიდევ რამდენი რამ არის გასაკეთებელი ქართულ მეღვინეობაში არსებული სიყალბეების აღმოსაფხვრელად
Anonymous - 3 თებერვალი, 2013 - 08:49

Ucnobo megobaro, mivmartav "kvevrs". Maxinjia yvela vinc ase mondomebit angrevs chvens istorias da mit umetes momavals. Ar unda epatiot! Es albat ert erti yvelaze mdzime falsifikaciaa, rodesac mcire zgvaria martal-tyuils shoris. Is araa marto falsifikacia, kimiurad rom gaaketo gvino, eg ioli amosacnobia! Dges umetesoba kartvelebmac ki ar ician sakutari jishebi da tu exla avuriet gemovneba, gvinis shemfasebeli ver gaizrdeba! es ki, kidev erti xangrdzlivi katastrofaa! Ar kadrulob mis saxalxod gamochenebas da gikeb kacobas, magram sad migvikvanen eseti sulmokleebi egaa sakitxavi!!!
kvevri - 1 თებერვალი, 2013 - 22:23

მე თითქმის ყოველ წელს ვაყენებ გორულ მწვანეს მცირე რაოდენობით. გალავანში ვიცნობ ერთ კარგ პაპას და იმისგან ვყიდოლობ-ხოლმე ყურძენს. ადრეც მითქვამს და ეხლაც ვიმეორებ, რომ ჩემთვის გორული მწვანე აღმოჩენა იყო, როდესაც მე ეს ჯიში პირველად დავაყენე დაახლოებით 15 წლის წინ. ერტ რამეს დავაკვირდი და მივხვდი, და უნდა ვთქვა, რომ მას მერე არაფერი შეცვლილა. სანამ არ გამოზაფხულდება, ანუ სანამ ღვინო ზამთარ-გაზაფხულს არ გაივლის რაღაც ვერ არის თავის გუნებაზე და ზაფხული რომ მოუწევს მერე ფრთები ამოსდის-ხოლმე. გასაოცარია პირდაპირ... მთელი ზამთარი და გაზაფხული სინჯავ, სინჯავ და ფიქრობ, რომ ნამდვილად შესცდი კაცი ეს ჯიში რომ დააყენე, მაგრამ აი მოვა ზაფხული და იტყვი: ე რა მივქარე, რო ამ ჯიშზე ეგრე ალმაცერად ვფიქრობდიო... გვარს არ დავასახელებ, მაგრამ ერთ-ერთმა ჩვენმა თვალსაჩინო ე.წ. ღვინის კომპანიამ ე.წ. მანავის მწვანე ჩამოასხა ამ რამდენიმე წლის წინ. მერე მიხვდა, რომ მთლად მანავის მწვანე ვერ გამოუვიდა, გადააძრო ბოთლებს ეტიკეტები და გორული მწვანე დააწერა... ვწუხვარ, მაგრამ სიმართლეა. და მაგ სიმართლით იარონ მაგათმა და მაგათნაირებმა. მოკლედ გორული მწვანე უძლიერესი ჯიშია!
kvevri - 31 იანვარი, 2013 - 11:34

ხოდა აბა რა მაგის პასუხია, მაგრამ ერთი თვის წინ გავხსენი ჩემი 10 წლის წინ გამოხდილი და მუხის კასრში დაყენებული ჭაჭა. არ ვიცი რა ვთქვა, ნეტავ აქამდე გამესხნა, თუ ნეტავ რატომ გავხსენი... ჰოი სრულქმნილებავ!!!
საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული