დათო - 19 თებერვალი, 2013 - 16:58
მე მაინტერესებს თავად ამ ჯიშის(ციცქა)ვნახის ნერგებს თუ აწარმოებთ გასაყიდად? და რა ღირს?
ჭალიძე ბესიკ - 17 თებერვალი, 2013 - 18:28
პაპაჩემისგან ვიცი რომ ბაგრატა პაპა ქვემო-ქართლელი იყო, დმანისის რაიონიდან, გვარად დევნოზაშვილი (დევნოსაძე???), როგორც პაპამ მითხრა თავადაც იცნობდა მას, თუ არ ვცდები გვენათესავებოდა კიდეც. "ვაიოს ველებს" ვუყურებდი და მაშინ მითხრა ჩემმა აწ გარდაცვლილმა პაპამ, რომ შემთხვევით მოხდა ბაგრატა პაპას ფილმში გადაღება, ჩასიძებული იყო მესხეთში და მისი სულით-ხორცამდე ქართული ცხოვრების წესით და ტიპაჟით რეჟისორი დაინტერესდა (ვეთანხმები რეჟისორს)
Baba-Gio - 17 თებერვალი, 2013 - 12:10
დიდი სიამოვნებით, ჩავაბარებდი და ვისწავლიდი.... ფაქტია რომ მასიურად უცოდინრობა გვძალავს
ალეკო ცქიტიშვილი - 16 თებერვალი, 2013 - 00:31
მე პირადად ვერ ვხედავ პრობლემას, თუკი ქეგლი ქართულ ენაში შემოჭრილ (დამკვიდრებულ) ბარბარიზმებზე ან ჟარგონზე მიუთითებს და წყაროებსაც დაასახელებს. თუმცა, გიორგის სრულად ვეთანხმები და დიდ პრობლემად მიმაჩნია, როდესაც ქეგლში ქართული ვაზის ჯიშების მხოლოდ ნაწილი მოხვდა, ნაწილი კი - არა. ასევე მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ტერმინოლოგია ზოგჯერ არასრულად და გაუგებრად არის განმარტებული. მაგალითად, წერია - "ასურეთული – ვაზის ჯიში ერთგვარი", როცა შეიძლებოდა უფრო ნათლად განმარტებულიყო, რა არის "ასურეთული შავი" (ჯიშს სრული სახელი ასე ჰქვია).
ამ თემაზე იხ. გიორგის სტატია:
http://vinoge.com/mevenaxeoba/zogierTi-qarTuli-vazis-jiSis-dasaxelebisa-... .
ზოგადად, ამ სტატიაშიც უფრო მეტ მაგალითებს ვისურვებდი იმის საილუსტრაციოდ, თუ რა ხარვეზებია ქეგლში მევენახეობის მიმართულებით, მაგრამ ამ შემთხვევაში, სტატიის მიზანი, როგორც ჩანს, ამაზე საუბარი არ იყო.
ნათია ფონიავა - 15 თებერვალი, 2013 - 20:09
მაპატიეთ, მაგრამ თქვენ ვერ ერკვევით ქეგლის ფუნქციასა და შედგენის პრინციპებში. მგონი, გასაგებად გითხარით, რატომ და რა შემთხვევაში გამოიყენება ფორუმებიდან ილუსტრაციები (თქვენ მიერ ამოჩემებეულ ილუსტრაციას ქეგლ-ში ვერ მივაგენი. თუ გვერდს მიმითებთ, მადლობელი დაგრჩებით). ისიც მოგახსენეთ, რომ რედაქცია ეყრდნობა კვალიფიციური მკვლევრების მიერ შედგენილ და არა არაპროფესიონალი ავტორების ტერმინოლოგიურ ლექსიკონებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს თქვენთვის საკმარისი არ არის. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქეგლ-ის შესავალ ნაწილს, სადაც ძალიან კარგად და ვრცლად არის ახსნილი, თუ რატომ არის საჭირო განმარტებითი ლექსიკონის ახალი გამოცემა (უნდა ასახოს ენის განვითარების ტენდენციები. ამიტომ გვერდს ვერ უვლის „ფორუმების ენასაც“!), რა დოზით შედის ტერმინები და ა.შ. იმედი მაქვს, წაკითხულს კარგად გაიაზრებთ და მსგავსი კითხვები არ გაგიჩნდებათ, შესაბამისად, სხვებსაც არ შეიყვანთ შეცდომაში (მხედველობაში მაქვს ისეთი ადამიანები, ვისაც ლექსიკონთან არანაირი შეხება არ აქვთ და მის ავკარგიანობაზე თქვენგან იღებენ ინფორმაციას).
გიორგი ბარისაშვილი - 15 თებერვალი, 2013 - 11:53
ქალბატონო ნათია თქვენ ალბათ ინსტიტუტის თანამშრომელი ბრძანდებით არა? მე პირადად ბატონ ავთანდილთან არა მაქვს რაიმე პრეტენზია. მე ჩემს სტატიაში ვსაუბრობ იმ პრობლემებზე, რაც მართლაც სამწუხაროდ და მტკივნეულად მიმაჩნია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ერთია სამოყვარულო დონეზე დაწერილი, ან ლექსიკონი ან სხვა რაიმე წიგნი, მაგრამ მეორეა ქეგლი. უკაცვარად, მაგრამ ვერაფერი არგუმენტია "ინსტიტუტის ძალებს აღემატება"... ეს საქმე სერიოზული და ამავდროულად სტრატეგიული მნიშვნელობის საქმეა და იგი იმან უნდა გააკეთოს ვის ძალებსაც ეს არ აღემატება. თუ რაიმე აღემატება ჩემს ძალებს, მაშინ მე ვეკითხები იმ ხალხს, ვინც ესა თუ ის საკითხი ჩემზე კარგად იცის. (ან საერთოდ არ ვაკეთებ ასეთ რამეს.) რაც შეეხება ფორუმ-გედან ვიღაც ტიპების საუბარს ეს სიმართლეა! ვერ გავიგე თქვენი პოზიცია, თან ამბობთ, რომ მსგავსი არაფერია ლექსიკონშიო და თან ამბობთ, რომ ხანდახან ასეთი რამ შეიძლება იყოსო. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ამოვიკითხე ამგვარი ტიპების გამონათქვამები ლექსიკონში "მატორში ზეთიანი შლანგი" (და სხვა მრავალი...) და ამიტომაც დავწერე. თუმცა, როგორც ვთქვი მე ამ ეტაპზე მევენახეობა-მეღვინეობის ტერმინოლოგიას ვეხები. ბარემ ერთ შეკითხვას აქვე ადვსვავ რედკოლეგიის მიმართ. ლექსიკონის პირველ ორ გამოცემაში შესულია ქართული ვაზის ჯიშების მხოლოდ ერთი ნაწილი და ზოგიერთი ქართული ვაზის ჯიში საერთოდ არაა ნახსენები. რატომ ხდება ასე? მე სწორედ ამას ვთვლი უხეშ შეცდომად და ვამბობ, რომ ამგვარი რამ დაუშვებელია. როგორც ჩანს რედკოლეგიიდან რომელიმემ თვითნებურად გადაწყვიტა, რომ ესა თუ ის ვაზის ჯიში შეეტანა ქეგლში და სხვები არა? იქნებ აგვიხსნათ რატომ ამოიღეს ლექსიკონიდან ქართული ვაზის ჯიშები: ბათომურა, ბუზა, ახალაკი და სხვები? ქეგლის თითოეულ ტომში ასეთი "სადაო" ტერმინი, თუ სტატია შესაძლოა სულ 50 - 100 იყოს და ნუთუ არ შეიძლება, რომ ეს ტერმინები და სტატიები გადაუგზავნონ ინსტიტუტისავე მიერ შერჩეულ დარგის სპეციალისტთა ჯგუფს და მათ დააზუსტონ ასეთი საკითხები? იქნებ ვინმემ ფული მოითხოვა ამ საქმეში ან დროის უქონლობის გამო უარი გითხრათ? მევენახეობა-მეღვინეობის სპეციალისტებს არ ეკითხებიან, სპორტსმენებს არ ეკითხებიან, ექიმებს არ ეკითხებიან, ინჟინრებს არ ეკითხებიან... რედკოლეგია აბსოლუტურად ყველა დარგის სპეციალისტია და ყველაფერი თავად იცის? (სპორტს რაც შეეხება: კალათბურთის თამაში ადმყარებულია ერთ ძალზე მნიშვნელოვან მომენტზე, ესაა "გარბენი". შეიძლება ითქვას, რომ ესაა კალათბურთის თამაშში მთავარი ტერმინი და ასევე მომენტიც და ეს ტერმინი რაღატომ ამოიღეს ლექსიკონიდან?). ებრაელების წყევლა არსებობს ასეთი: არც შენ გცოდნოდეს და არც სხვისთვის დაგეჯერებინოსო... რაც შეეხება იმ პირობებში ენთუზიასტების მუშაობას, როგორშიც ინსტიტუტის თანამშრომლებს უწევთ მუშაობა, მასეთი პირობები პირადად ჩემთვის, როგორც "მოყვარულისთვის" ძალიან კარგადაა ნაცნობი და არც ამ დარგის პროფესიონალებისთვისაა უცხო. ასერომ არც ეს არგუმენტია დამაჯერებელი, მითუმეტეს ინტერნეტის ხანაში. სთხოვეს ვინმეს და უარით უპასუხეს? მე ვერ ვიტყვი სხვა დარგებზე (თუმცა ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს), მაგრამ დამისახელოს ვინმემ მევენახეობა-მეღვინეობის დარგიდან პროფესიონალი, ვისთანაც ქეგლის რედკოლეგიას ჰქონდა საუბარი ზემოთთქმულის შესახებ. წინასწარ ჩათვალეს - რომც დავუძახოთ მაინც არ მოვლენ, და ამიტომ რაში გვჭირდება მაგათი დახმარებაო? თქვენი წერილის ბოლოში ნახსენებია "მოწვევის მსურველი ამბიციური სპეციალისტები" და დიდად სავარაუდოა, რომ თქვენ აქ მე მგულისხმობდეთ(თუმცა დარწმუნებული არა ვარ). ვიტყვი, რომ ქეგლში მიწვევაზე და მუშაობაზე ვერც კი ვიოცნებებ, რადგან ეს ჩემს კომპეტენციასა და გამოცდილებას დიდად სცილდება და გაცილებით აღემატება! იმედია მართებულად გამიგებთ და თან ბოდიშს ვიხდი თქვენს წინაშე, ამასთან მადლობელიც ვარ თქვენი წერილისათვის, რადგან იგი ჩემი სტატიის ძირითად მომენტს, ანუ ტრანსლიეტერაციის საკითხს ეთანხმება.
ნათია ფონიავა - 15 თებერვალი, 2013 - 01:32
ძალიან სამწუხაროა, როცა ადამიანები თვითონ ვერ ერკვევიან რაღაცაში და სხვას სდებენ ბრალს. მაინც ვერ ვიგებ, რა დანაშაული მიუძღვის ენათმეცნიერების ინსტიტუტსა და ბატონ ავთანდილ არაბულს იმაში, რომ ვიღაცა ტრანსლიტერაციის წესებს სწორად ვერ იყენებს. ენციკლოპედიაშიც და ავთანდილ არაბულის წიგნშიც „ქართული მეტყველების კულტურა“ თვალნათლად არის მითითებული, რომ ქართული ქ ინგლისური ტრანსკრიფციით უნდა გადმოიცეს k-თი. ვერც ინსტიტუტი და ვერც მისი თანამშრომლები ვერ გაეკიდებიან ცალკეულ მოქალაქეებს და მათ მიერ დაშვებულ შცდომებზე პასუხს ვერ აგებენ (თუმცა მე არ მინახავს კონსულტაციაზე მოსული პიროვნება უყურადღებოდ გაეშვათ ინსტიტუტიდან).
რაც შეეხება განმარტებითი ლექსიკონის ახალ გამოცემას (ხუთტომეული არ არის!), მასში თბილისის ფორუმიდან „ტიპების“ დიალოგები არავის შეუტანია. მართალია, ილუსტრაციები გამოიყენება ამ და სხვა ფორუმებიდანაც, მაგრამ მკაცრი შერჩევითა და შეზღუდვით (იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ ფუძის შემცველი სხვა ილუსტრაცია არ იძებნება). ამასთანავე, ტერმინების წყაროდ გამოყენებულია სხვადასხვა ტერმინოლოგიური ლექსიკონი, შინამრეწველობის მასალები... და ასეთ შემთხვევაში რედაქცია სწორედ ამ ავტორებს ეყრდნობა (და არა მოყვარულების მიერ შედგენილ ლექსიკონებს). აღსანიშნავია, რომ არა მხოლოდ მევენახეობა-მეღვინეობის, არამედ უამრავი დარგის ტერმინოლოგია შედის განმარტებით ლექსიკონში. ინსტიტუტის ძალებს აღემატება, მოიწვიოს და ახალ რედაქციაში ჩართოს ყველა დარგის სპეციალისტი, რაც არა მარტო განმარტებითი ლექსიკონის ახალი რედაქციის წევრთა, არამედ ინსტიტუტის თანამშრომელთა რიცხვსაც გადააჭარბებს (თანაც, რომელ მოწვეულ (თუ მოწვევის მსურველ ამბიციურ) სპეციალისტს ეყოფა ენთუზიაზმი იმუშაოს იმ პირობებში, როგორშიც ინსტიტუტის თანამშრომლებს უწევთ მუშაობა).
გორელი - 14 თებერვალი, 2013 - 17:24
გორული მწვანე საუკეთესო ვაზია. გაზაპხული და ზაპხული უნდა გამოიაროს ღვინომ რომ მთელი თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინოს.
გიორგი ბარისაშვილი - 14 თებერვალი, 2013 - 14:01
რა თქმა უნდა შეიძლება. 20-30 წლის უხმარი ქვევრებიც კი გამოსწორებულა კარგი რეცხვითა და მეთოდებით. უპირველესად უნდა ინახოს ქვევრის შიდა ზედაპირი, ხომ არაა დაზიანებული. ზოგჯერ ქვევრის კედლებს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ცარიელია და არ ხმარობენ, ამასთან ნესტიან პირობებშია, ეწყება ეროზია. სადგისი ან გალესილი ლურსმანი უნდა მიუსვ–მოუსვათ შიგნით და თუ ანატკეჩები შენიშნეთ, ან ჩამოიფხვნა, ან ძალიან რბილია და თითქოს სადგისი შიგნით ერჭობაო, მაშინ ეროზიაა და თუ ეს ძალიან ძლიერაა ასეთ შემთხვევაში არაა სასურველი ასეთ ქვევრში ღვინის დაყენება განახლდეს და მისი შეცვლაა საჭირო. თუმცა შეასძლოა ასეთი ეროზიული ადგილი ძალიან პატარა იყოს, მაგალითად ერთი დეციმეტრი... ასეთ დროს რამის მოფიქრება კიდევაა შესაძლებელი. მე თქვენს ადგილზე ასე მოვიქცეოდი: თავდაპირველად ეროზიაზე გავტესტავდი; შემდეგ გავავსებდი რამდენიმე დღით და დავრწმუნდებოდი, რომ არ გასდის; შემდეგ (თუ ყველაფერი აჟურშია) ცივი წყლითა და ჯაგრისით ძლიერ გავრეცხავდი; შემდეგ ჩავაყენებდი კირიან ყალხსნარს და იმით გავრეცხავდი ჯაგრისით ან სარცხითა თუ კრაზანით; შემდეგ თბილი წყლით რეცხვა; შემდეგ გამოვწვავდი და ცვილით დავამუშავებდი. მერე მასში ღვინოს დავაყენებდი და ქვევრს როცა გავხსნიდი და დავრწმუნდებოდი, რომ ხარისხიანი ღვინო დადგა მაშინვე ვიყიდიდი სამწვადეს და ამ სტატიის ავტორს დავპატიჟებდი. (მგონი არაფერი არ გამომრჩა)
zaza_ava - 14 თებერვალი, 2013 - 13:25
დაახლოებიტ 10 წლის უხმარი ქვევრები მაქვს, რომლებიც დავღია იყო დატოვებული, შესაძლებელი არის თუ არა მისი სათანადო მდგომარეობაში მოყვანა, ანუ, კარგი გარეცხვის შემთხვევაში თუ იქნება ვარგისი