Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პრასის რულეტი

საჭირო მასალა: 300 გ საქონლის ხორცის ფარში, 200 გ ღორის ხორცის ფარში, 12-15 ცალი შებოლილი ბეკონის თხელი ნაჭერი, 50 გ გახეხილი პარმეზანი, 2-3  მოზრდილი პრასი, 1 კვერცხი, ჯავზი, მარილი, პილპილი გემოვნებით, ზეითუნის ზეთი.

მომზადება: გარეცხილ პრასს მოვჭრათ ქვედა ნაწილი, მოვაშოროთ ზედა უხეში ფენა, დავჭრათ 5 სმ-იან ნაჭრებად, შემდეგ ჩავჭრათ სიგრძეზე და დავშალოთ. მივიღებთ სიგრძეზე გახსნილ მილაკებს. ავურიოთ საქონლისა და ღორის ფარში, დავუმატოთ კვერცხი, გახეხილი პარმეზანი, გავუწყოთ სანელებლები და დავტენოთ პრასის მილაკები. მილაკები შევახვიოთ ბეკონის ნაჭრებში, მოვათავსოთ თუნუქის ფურცელზე, მოვასხათ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და 35 წუთით შევდგათ 180 გრადუს ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში.

რეცეპტის და ფოტოს ავტორია გალია

© ღვინის კლუბი/Weekend



ორიგინალზე ლიკნი მიუთითეთ. ეს ფოტო და რეცეპტი ამ ბლოგერს ეკუთვნის და ლინკის მითითების გარეშე გამოქვეყნება არ არის მისაღები http://galya1963.livejournal.com/167453.html


© ღვინის კლუბი/Weekend ნაცვლად, თუ შეიძლება ავტორი მიუთითეთ.


ამ შემთხვევაში კოპირაიტი ნამდვილად Weekend–ს ეკუთვნის, იმიტომ, რომ Weekend–ის თანამშრომელმა თარგმნა ეს რეცეპტი. პირდაპირ ხოარ გადმოუტანია? იშრომა ადამიანმა :) სხვათა შორის, ახლა ვნახე და კომენტებში თავად ქალბატონი გალია ამბობს: Позаимствовала идею в журнале кулинарном. Сама бы тоже не додумалась!) მადლობა შენიშვნისთვის, ახლავე მივაწერ, რომ რეცეპტი და ფოტოები ეკუთვნის გალიას ;)



ჩემი აზრით კი, არა გაქვთ უფლება ამ კერძს "პრასის რულეტი" უწოდოთ, ვინაიდან ყველაზე ზემოთ არის ბეკონი


პრასის რულეტი ბეკონში :)



შიშით ავხედე სათაურს :))


'ავტორი გალიას' მითითება საკმარისი არ არის. მიუთითეთ ლინკი. ფოტოები და შესრულება ამ პიროვნებას ეკუთვნის. ქოფირაითი თარგამნზე არ ვრცელდება. საკუთრივ ტექსტი და ატვირთული ფოტო თქვენ არ გეკუთვნით. იყავით პროფესიონალები და პატივი ეცით სხვის საკუთრებას. მადლობა


გალიაზე დაკლიკვა თუ სცადეთ? აბა სცადეთ და დარწმუნდებით, რომ დალინკულია ეს სახელი, გალია. კიდევ გაქვთ პრეტენზიები? მარილი ხომ არ აკლია რეცეპტს? 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული