Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული საფერავი The Guardian-ის საუკეთესო ღვინოების ჩამონათვალში

ქართული ღვინით მთელი მსოფლიო უფრო და უფრო ინტერესდება, უცხოელ ღვინის მოყვარულთა ახალ-ახალ აღმოჩენებს ქართულ ღვინოზე კი სხვადასხვა სტატიებში ხშირად შეხვდებით. დევიდ უილიამსი The Guardian-ის ღვინის ავტორია, რომლის საუკეთესო ღვინოების რეკომენდაციებშიც ქართული „პის მეღვინეობის“ საფერავიც მოხვდა: „ამ საფერავის აღმოჩენის მიღმა ძალიან სასიამოვნო ისტორიაა. Naked Wines-ის დირექტორი, რეი ო’კონორი საფერავს ლევან ჭიჭინაძისა და თეონა ომარაშვილის სახლის პატარა მარანში წააწყდა. საფერავი მშრალია, მასში დაბურული ტყის არომატებს ვგრძნობ. მუქი, შავი ალუბლისა და მაყვლის მდიდრული ხავერდოვანი სურნელი ერთმანეთთან იდეალურად არის შეხამებული. ის ძალიან მოუხდება  შემწვარი ცხვრის ხორცს. ამის გარდა ძალიან ვისიამოვნე საფერავით მუქ შოკოლადთან ერთად, რომელმაც ღვინის არომატები უფრო კარგად წარმოაჩინა“.

სტატიაში ავტორი ქართული  ღვინის გარდა მკითხველს Roc Primeur Bordeaux-საც ურჩევს, თანამედროვე, ცოცხალი, კასისის ტონებიან წითელ ღვინოს. როგორც უილიამსი წერს, მუსკატის არომატიან ადგილობრივი ჯიშის Obeidy-სა და ვიონიეს Ixsir Altitudes Blanc 2021-ც გამორჩეულია. ის ვარდების ბაღის არომატული, ატმისა და ლიმნისფერი გამაგრილებელი სურნელით ხასიათდება.

ასევე საუბრობს მკვეთრი ციტრუსის არომატებით სავსე ბასკურ Txakol-იზე, რომელიც ზღვის პროდუქტებს არაჩვეულებრივად ეხამება. ამის გარდა Sam Plunkett-ის Shiraz-ს აღნიშნავს და ფიქრობს რომ Shiraz 2021 ძალიან კარგი „მეგზურია“ ღვინის მოყვარულთათვის ზაფხულში: “10 გირვანქა სტერლინგის ფარგლებში ჩემზე შთაბეჭდილება Sam Plunkett-ის პიკანტურმა Shiraz 2021-მა მოახდინა ავსტრალიიდან, ასევე ლუარის ტკბილმა Domaine Des Deux Valees Coteaux du Layon 2020-მა, რომელიც თბილი ზაფხულის საღამოზე ლანჩის დასასრულს იდეალურია.“

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული