Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ყაბაყი მარტივად

საჭირო მასალა: 500 გ ყაბაყი, 2 პამიდორი, 4 ს.კ. ზეთი, 1 ს.კ. ძირის თესლი, 1 ს.კ. დაფქული ხმელი ქინძი, 1 ს.კ. პაპრიკა, 0,5 ს.კ. ყვითელი კოჭა, 0,5 ჩ.კ. ცხარე წიწაკა, 0,5 ჩ.კ. სანელებელი გარამ მასალა, 0,5 ჩ.კ. მარილი.

მომზადება: ყაბაყი კუბებად დავჭრათ და დავასხათ წყალი. პამიდორი დავჭრათ და თესლი ამოვაცალოთ. ქვაბში გავაცხელოთ ზეთი, დავამატოთ ძირის თესლი და 30 წამის განმავლობაში ვშუშოთ. დავუმატოთ ხმელი ქინძი, პაპრიკა, ყვითელი კოჭა, ცხარე წიწაკა, გარამ მასალა, მარილი და კიდევ 1 წუთი ვშუშოთ. ყაბაყი გადავწუროთ და დავაყაროთ მოშუშულ სანელებლებს. დაახლოებით 10 წუთი ვშუშოთ და თან ვურიოთ. დავუმატოთ პამიდორი და კიდევ 5-6 წუთი გავაჩეროთ ცეცხლზე.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.