საჭირო მასალა: 300 გ საქონლის ხორცის ფარში, 200 გ ღორის ხორცის ფარში, 12-15 ცალი შებოლილი ბეკონის თხელი ნაჭერი, 50 გ გახეხილი პარმეზანი, 2-3 მოზრდილი პრასი, 1 კვერცხი, ჯავზი, მარილი, პილპილი გემოვნებით, ზეითუნის ზეთი.
მომზადება: გარეცხილ პრასს მოვჭრათ ქვედა ნაწილი, მოვაშოროთ ზედა უხეში ფენა, დავჭრათ 5 სმ-იან ნაჭრებად, შემდეგ ჩავჭრათ სიგრძეზე და დავშალოთ. მივიღებთ სიგრძეზე გახსნილ მილაკებს. ავურიოთ საქონლისა და ღორის ფარში, დავუმატოთ კვერცხი, გახეხილი პარმეზანი, გავუწყოთ სანელებლები და დავტენოთ პრასის მილაკები. მილაკები შევახვიოთ ბეკონის ნაჭრებში, მოვათავსოთ თუნუქის ფურცელზე, მოვასხათ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და 35 წუთით შევდგათ 180 გრადუს ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში.
რეცეპტის და ფოტოს ავტორია გალია
© ღვინის კლუბი/Weekend