მალხაზ ხარბედია - 11 მარტი, 2013 - 13:12
ამ შემთხვევაში კოპირაიტი ნამდვილად Weekend–ს ეკუთვნის, იმიტომ, რომ Weekend–ის თანამშრომელმა თარგმნა ეს რეცეპტი. პირდაპირ ხოარ გადმოუტანია? იშრომა ადამიანმა :) სხვათა შორის, ახლა ვნახე და კომენტებში თავად ქალბატონი გალია ამბობს: Позаимствовала идею в журнале кулинарном. Сама бы тоже не додумалась!) მადლობა შენიშვნისთვის, ახლავე მივაწერ, რომ რეცეპტი და ფოტოები ეკუთვნის გალიას ;)
Anonymous - 11 მარტი, 2013 - 10:52
© ღვინის კლუბი/Weekend ნაცვლად, თუ შეიძლება ავტორი მიუთითეთ.
Anonymous - 11 მარტი, 2013 - 10:37
ორიგინალზე ლიკნი მიუთითეთ. ეს ფოტო და რეცეპტი ამ ბლოგერს ეკუთვნის და ლინკის მითითების გარეშე გამოქვეყნება არ არის მისაღები
http://galya1963.livejournal.com/167453.html
გიორგი ოღონდ ბარისაშვილი არა - 3 მარტი, 2013 - 22:46
განა ასე დიდი მნიშვნელობა აქ ერთ ასოს რომ ჩვენ ერთმანეთს შეურაწყოფა მივაყენოთ???? სანამ ასეთი დამოკიდებულება და სიბნელე იქნება ჩვენ შორის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვინ რას დაარეგისტრირებს და რას დააფიქსირებს ევროპა. რა უბედურებაა ეს???? ასე არაფერი გვეშველება! რას ამტკიცებთ ამ წერილით ნამდვილად ვერ გავიგე.
რამდენი წელია რაც ქვევრი არსებობს???? აქამდე რატომ არ გაგხსენებიათ მის შესახებ??? თუნდაც დამწერლობას ვგულისხმობ. ხოდა ეხლა თუ გაგვახსენდა მოდით ერთმანეთის ჭამას და შეურაწყოფას შევეშვათ და ერთად მივხედოთ!
ალეკო ცქიტიშვილი - 2 მარტი, 2013 - 03:17
მიუხედავად იმისა, რომ Q vs K-სკონკრეტულ საკითხზე განსხვავებული აზრი გამოვთქვი, სრულად ვეთანხმები პატივცემულ მოგზაურს. მართლაც არასამართლიანია გიორგის დადანაშაულება "ქართული ინტერესების წინააღმდეგ" გამიზნულ მოქმედებებში. მის საქმიანობას და პოზიციებს ყველანი კარგად ვიცნობთ და ამას ვერ დავეთანხმებით. ზოგადად, როგორც წინამდებარე წერილში, ისე ბატონი თეიმურაზის გამოხმაურებაში ბევრი რამ არის უტრირებული, რითაც ეს ორი წერილი ერთმანეთს ჰგავს. მაგალითად, გიორგი ბარისაშვილის ფრაზა: "საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობა ამგვარ რთულ ყოფაში შაჰ-აბასის დროსაც კი არ ყოფილა..." - აშკარად დღევანდელი პრობლემების მეტისმეტი ჰიპერბოლიზებაა, მითუმეტეს, სხვა წერილში – 2012 წლის მოვლენების მიმოხილვაში, იგივე ავტორი დადებით მოვლენებზე უფრო მეტს წერდა და როცა ამდენი დადებითი მოვლენაა, შაჰ-აბასის აჩრდილი აშკარად ხელს გვიშლის პრობლემების ობიექტურ აღქმაში. ვფიქრობ, ასეთივე „საშიში აჩრდილის“ სახით არის წარმოდგენილი „უცხოელები“ და "გერმანელები“ ბატონი თეიმურაზის სტატიაში და აქაც ჩემი აზრით, ზედმეტად გამძაფრებულია პრობლემა.
მოგზაური - 1 მარტი, 2013 - 15:41
დღევანდელი ნომრში წავიკითხე ბ. თეიმურაზ ღლონტის გამოხმაურება გიორგი ბარისაშვილის სტატიაზე, რომელიც ტერმინ"ქვევრის" ინგლისურენოვან დაწერილობას ეხება და აღვშფოთდი . ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავა ბ. თეიმურაზის მიმართ, მისი სტატია უსამართლო ბრალდებებს შეიცავს და სიმარლისგან ძალიან შორსაა. გიორგი ბარისაშვილი დადანაშაულება არაქართული ინტერესების დაცვაში ძალიან დიდი შეცდომა და დანაშაულია. გიორგის ჩემი დაცვა არაფერში ჭირდება, ვინც მას პირადად იცნობს ან მისი საქმინაობის შესახებ რამე გაუგია კარგად მოეხსენება გიორგის ფასდაუდებელი საქმიანობი შესახებ ქართული მევენახეობა- მეღვინეობაში, რომ არაფერი ვთქვათ ადამიანურ თვისებებზე. გიორგი სამქმეს აკრიტიკებდა, ხოლოო ბ. თეიმურაზი გიორგის და მას გერმანელთა ლობირებაში ადანაშულებს, რაც ჩემის აზრით აბსურდია.
P.S. რაც შეეხეპა ვიკიპედიის "სანდოობას" და მის დამოწმებას მეცნიერებაში, უკაცრავად და ცოტა სასაცილოა
Anonymous - 28 თებერვალი, 2013 - 19:32
მადლობა, მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ამ საიტს ქმნის, ვინც ამ მივიწყებულ ტრადიციებს გვახსენებს, ვინც ცდილობს არ დაიკარგოს მამა–პაპათა საუკუნოვანი მონაპოვარი, იქნებ თქვენ ჩემო მეგობრებო,შეძლოთ და ქართველი კაცის ცნობიერებაში გააღვიძოთ მივიწყებული გენი ვაზის სიყვარულისა, განსაკუთრებული მადლობა ბატონ გიორგი ბარისაშვილს, იმ კარგი პრაქტიკული რჩევებისათვის, რომელიც საშუალებას აძლევს მკითხველსა თუ მსმენელს უკეთესად გაერკვეს ქართულ ტრადიციულ მევენახეობა– მეღვინეობაში
vaso - 28 თებერვალი, 2013 - 03:17
agashenos da gagazlieros gmertma.mondomebaaa mtavari genacvale jigari xar
ელიზბარ თალაკვაძე - 20 თებერვალი, 2013 - 01:23
Q-ს შემდეგ მართლაც არ გვხვდება არა მარტო v,არამედ სხვა რაიმე თანხმოვანი.რაც შეეხება K -ს არის რამდენიმე სიტყვა ინგლისურში, მაგალითად ზმნა kvell რასაც ოქსფორდი განმარტავს, როგორც feel happy and proud, ან kvetch, რაც ნიშნავს a person who complains a great deal, ასევე რუსული კვასი - kvass. თუმცა ეს უკანასკნელი მთლად კარგი მაგალითი ვერ არის,მაინც,როგორც ჩანს, სწორია kvevri.
ფილოლოგი - 19 თებერვალი, 2013 - 21:33
უკაცრავად, მეღვინეობის სპეციალისტი არ ვარ და შემთხვევით წავაწყდი ამ პოლემიკას, მაგრამ, როგორც ფილოლოგი, ჩემს აზრს შემოგთავაზებთ. Qv და Kv ასოები ერთმანეთის გვერდით სიტყვის დასაწყისში არცერთ ინგლისურ სიტყვაში არ გვხვდება და, რამდენადაც მახსოვს, არც სიტყვის შუაში ან ბოლოში უნდა იყოს. ამიტომ ორივე დაწერილობა ნებისმიერ შემთხვევაში უცხო იქნება ინგლისელისთვის. ასევე უცხო იქნება მისთვის „ქ“ და „ვ“ ბგერების გვერდიგვერდ გამოთქმაც, რადგან ეს ბგერები ერთმანეთის გვერდით ასევე არცერთი ინგლისური სიტყვის წაკითხვაშიც არ არის. [k]-ს გვერდით გვხვდება უმარცვლო „უ“[w] (როგორიცაა ძველ ქართულ სიტყვებში „ძუელი“, „ჩუენი“ და სხვ) და არა თანამედროვე ქართული ბგერა „ვ“ [v]. ამიტომ, შესაძლოა ინგლისელმა ეს სიტყვაც ასე წაიკითხოს [kwevri] ან [qwewri], უმარცვლო უ-ებით, თუმც, არა მგონია, რომ ამის გაკეთება გაუჭირდეს. მეორე მხრივ, რუსულენოვანი მოსახლეობა, რომელსაც საერთოდ არა აქვს „ქ“ ასო და ბგერა, ამ სიტყვას დაწერს და წაიკითხავს, როგორც „квеври». რომელიმე ენაში, რომელიც ლათინურ ანბანს იყენებს, შესაძლოა არ იყოს პრობლემა Qv ან Kv ასოების და ბგერების ერთად დაწერისა და წაკითხვისაც. არის ერთი საინტერესო დოკუმენტი, სადაც განხილულია რომელი ენიდან რომელი ასო როგორ უნდა გადმოვიტანოთ ქართულში http://www.sakpatenti.org.ge/files/transliteracia.pdf ალბათ, უნდა არსებობდეს ისეთი დოკუმენტიც, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, რომელი ასო როგორ უნდა გადავიდეს თითოეულ ამ ენაში ქართულიდან. მაგრამ, რამდენადაც ჩვენ გვინდა, რომ მთელ მსოფლიოში, სადაც ლათინური ანბანი გამოიყენება, ერთნაირად დაიწეროს სიტყვა „ქვევრი“, ალბათ უპირატესობა მაინც ინგლისურ ტრანსლიტერაციას მიენიჭება.
რეალობა ასეთია. ქართველოლოგია მსოფლიოში ცნობილია, როგორც Kartvelology და ქართველური ენები, როგორც The Kartvelian languages. შესაბამისად, ალბათ, სიტყვა „ქვევრიც“ ასო k-თი უნდა დავწეროთ – “kvevri”. მართალია, გეთანხმებით, რომ ქართული „ყ’“-ც ინგლისურში k-დ გადადის და, შესაძლოა, უმჯობესი ყოფილიყო „ქ“-ს აღსანიშნად განსხვავებული ლათინური ასო „q”-ს დამკვიდრება და არა “k”-ს, მაგრამ ასეთი ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სახელმწიფოებრივ დონეზე.