Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პორტვეინის მწარმოებელთა შეფასებები

2009 წლის მოსავლის შეაფასებისას პორტვეინის სახლები სხვადასხვაგვარ შეფასებებს აკეთებენ. პორტვეინის ზოგიერთმა მწარმოებელმა კომპანიამ  2009 წლის პროდუქციის შეფასებისას მოსავლის ხარისხი არადამაკმაყოფილებლად შეაფასა, რამდენიმე მსხვილმა ბრენდმა კი ვინტაჟის შესახებ გააკეთა განცხადება. მაგალითად, Fladgate Partnership-ის წარმომადგენლებმა, რომლებიც ფლობენ Taylor’s, Croft და Fonseca-ს, განაცხადეს, რომ სამივე მეურნეობა ვინტაჟურ პორტვეინს ჩამოასხამს.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი – ედრიან ბრიჯი (AdrianBridge) სიხარულს ვერ მალავს – “სამი ასეული წელია, რაც პორტვეინს ვაწარმოებთ, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში ალბათ არც ისე ხშირი ყოფილა შემთხვევა, როცა ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში შესანიშნავი მოსავალი გვქონოდა”.

პორტვეინის სახლმა Niepoort-მა 2009 წელი უკვე თავისი არსებობის ისტორიაში საუკეთესო წლად აღიარა. თუმცა კომპანია Family Estates-ს წარმომადგენელები, რომელსაც ეკუთვნის Graham’s, Warre’s, Dow’s დაGould Campbell, საწინააღმდეგოს აცხადებენ. “2009 წელი იყო ექსტრემალურად მშრალი წელი, ნალექები ჩვეულებრივზე 31%-ით ნაკლები მოვიდა, შედეგად, მივიღეთ მოსავალი, რომელშიც ალკოჰოლისა და უმწიფარი ტანინების წილი შედარებით მაღალია.”

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული