Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თევზის ტეფტელები პურის ნაჭრებზე

საჭირო მასალა: 2 თავი ხახვი, 4 ღერი ოხრახუში, 400 გ თევზის ფილე, 8 ს.კ. საფანელი, 1 კვერცხი, 1 ს.კ. ლიმონის წვენი, 4 ცალი სალათის ფოთოლი, 1 პამიდორი, 1 კიტრი, 2 ს.კ. ზეთი, 4 ცალი საბუტერბროდე ფუნთუშა, 4 ს.კ. მაიონეზი, 1 ს.კ. კეტჩუპი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით.

მომზადება: ხახვი და ოხრახუში წვრილად დავჭრათ, თევზის ფილეს 2/3 ნაწილი ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ, დანარჩენი წვრილად დავჭრათ. ყველა ინგრედიენტი ავურიოთ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, 4 ს.კ. საფანელი, შევურიოთ კვერცხი და ლიმონის წვენი. მასა 1 საათით მაცივარში მოვათავსოთ. ხახვი, პამიდორი და კიტრი დავჭრათ. სალათის ფოთლები გავრეცხოთ. კეტჩუპი და მაიონეზი ავურიოთ. თევზის ფარშისგან კაკლისოდენა ბურთულები გავაკეთოთ, ამოვავლოთ საფანელში და ზეთში შევწვათ. პურის ნაჭრებზე მოვათავსოთ სალათის ფოთლები, პამიდორი, თევზის ტეფტელი, კიტრი, ხახვი და მოვასხათ მაიონეზისა და კეტჩუპის ნარევი.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული