Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის მაგისტრის, ლიზა გრანიკის წიგნი ქართულ ღვინოზე

ამერიკელმა ღვინის მაგისტრმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული კომპანია Tastingwork-ის ხელმძღვანელმა, ლიზა გრანიკმა ქართულ ღვინოზე წიგნი The Wines of Georgia დაწერა. 336-გვერდიან წიგნში ლიზა გრანიკი  საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის 8000-წლიან ისტორიაზე, კულტურასა და პოტენციალზე წერს. როგორც წიგნის ანოტაციაშია აღნიშნული, მიუხედავად 8000-წლიანი ისტორიისა, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ბოლო 25 წლის მანძილზე საქართველო ახალი ძალით აცოცხლებს მეღვინეობის ტრადიციებსა და ვაზის ადგილობრივ, უნიკალურ ჯიშებს. ღვინის მაგისტრი წიგნზე რამდენიმე წელი მუშაობდა, მან მოიარა საქართველოს მეღვინეობის ყველა რეგიონი, შეხვდა ყველა კუთხის მეღვინეებს. ღვინის ინდუსტრიის ისტორიისა და თანამედროვეობის პარალელურად, ავტორი თავის ნაშრომში ასევე აღწერს ქართული სუფრის ტრადიციებსა და იმ ღირშესანიშნაობებს, რომლებიც მკითხველს ქართული ღვინის გაცნობასთან ერთად, ქვეყანაში მოგზაურობის ინტერესს უჩენს. წიგნს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის მსოფლიოს მასშტაბით.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.